68 წლის იტალიელი ანდონი სუბისარეტას ადგილს დაიკავებს, რომელიც იანვრის დასაწყისში გაათავისუფლეს.
ბრაიდას ბოლო სამუშაო ადგილი "სამპდორია" იყო, საიდანაც ის გასული წლის ივლისში წავიდა.
აღსანიშნავია, რომ ბრაიდა "მილანში" 28 წელი მუშაობდა და "სან სიროზე" ისეთი ფეხბურთელები მიუწვევია, როგორებიც არიან მარკო ვან ბასტენი, ანდრეი შევჩენკო, ტიაგო სილვა და კაკა.