გარეთ ბეილი: ჩემი თავი "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერ წარმომიდგენია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი ამბობს, რომ ის მადრიდული ცხოვრებით ბედნიერია და არ სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა.

უკანასკნელ თვეებში უელსელ გარემარბს აქტიურად უკავშირებდნენ ინგლისურ პრემიერლიგას, კონკრეტულად კი, მის მომდევნო ნავსაყუდელად "ოლდ ტრაფორდი" სახელდებოდა.

თუმცა, 25 წლის ფეხბურთელი ნათლად მიანიშნებს, რომ "იუნაიტედში" გადასვლა მის უახლოეს გეგმებში არ შედის და სამომავლოდ, მადრიდულ გრანდთან ერთად, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებას ისახავს მიზნად.

"მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი "მანჩესტერში", - ამბობს ბეილი ინგლისში მის შესაძლო დაბრუნებაზე.

"ბოლო ინტერვიუში მკითხეს, ვიყავი თუ არა ბედნიერი მადრიდში.
მე "კი" ვუპასუხე, რადგან აქ ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ თავს. "რეალთან" რამდენიმეწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვაპირებ, ბოლომდე შევასრულო საკონტრაქტო პირობები.

ჩვენ ვიგებთ ტიტულებს და მინდა, ამის კეთება მადრიდში განვაგრძო", - თქვა უელსელმა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული