ატლეტიკო VS ბარსელონა - ლუის ენრიკეს "სუფთა" თამაშის ნახვა სურს

AutoSharing Option
28 იანვარს, მადრიდში ესპანეთის თასი 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი გაიმართება, რომელშიც "ატლეტიკო" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა კატალონიურმა გრანდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩის წინ ჟურნალისტებს თავისი ხედვა გააცნო.

"არ ვიცი, არის თუ არა ეს თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ მატჩისადმი ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც "კოპა დელ რეის" 1/4-ფინალისადმი უნდა იყოს.

იმაზე ფიქრი, რომ შენ ფავორიტი ხარ, მარცხისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად რთული თამაში გველოდება. საერთოდ არ ვფიქრობთ პირველ მატჩში დაფიქსირებულ ანგარიშზე. ფავორიტის წინასწარ
დასახელება სერიოზული შეცდომა იქნებოდა.

მახსოვს ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოს" თამაში "ბარსელონას" წინააღმდეგ. მეტოქე საკუთარ მოედანზე გულშემატკივართა მხარდაჭერით ძალიან ძლიერია და მიმაჩნია, რომ ჩვენ წინაშე ფორმაში მყოფი "ატლეტიკო" წარდგება.

მინდა, რომ მატჩი წესების სრული დაცვით წარიმართოს და სუფთა თამაში ვიხილო", - განაცხადა კატალონიელთა თავკაცმა.

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-ატლეტიკო 1:0 - მესის პენალტის მხოლოდ მოგერიება არ კმარა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული