კრიშტიანო რონალდო მხოლოდ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
"დიარიო AS"-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო "კორდობასთან" მატჩში მეტოქისთვის ფეხის ჩარტყმისთვის სერიოზულ სასჯელს გადაურჩა - ის მხოლოდ ორ უახლოეს მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში, სტუმრად "კორდობასთან" (2:1 "რეალის" სასარგებლოდ) კრიშტიანო რონალდო 82-ე წუთზე გააძევეს, რადგან მან უბურთო ედიმარს ფეხი ჩაარტყა. ამას მცირე ინციდენტიც მოჰყვა რონალდოსა და ორ კორდობელს შორის, პორტუგალიელმა მათ ხელი ჰკრა.

როგორც აღმოჩნდა, სადისციპლინო კომიტეტმა რონალდოს საქციელში არასპორტული აგრესია ვერ შეამჩნია, თორემ მას 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ელოდა.

ასე რომ, პორტუგალიელი
გამოტოვებს "რეალ სოსიედადთან" და "სევილიასთან" შეხვედრებს. "რეალს" ის მადრიდული დერბისთვის დაუბრუნდება "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.
იხილეთ ინციდენტის ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული