"ბარსელონას" პრეზიდენტი: ლიონელ მესი არსადაც არ მიდის

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ აცხადებს, რომ ლიონელ მესი გუნდიდან არ მიდის.

"შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ის მომდევნო სეზონშიც "ბარსაში" ითამაშებს. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, მესი ტრანსფერზე დავაყენოთ".

''ამას მარტო მე არ ვამბობ, "ბარსელონას" დატოვება არც თავად ფეხბურთელს სურს. მეტი გარანტია რაღა გინდათ, მოუსმინეთ თავად ლეოს", - ცოტა არ იყოს, გაღიზიანებული პასუხობს "ელ მუნდო დეპორტივოს" კითხვას "ბარსელონას" პრეზიდენტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული