03:13 29-01-2015
ატლეტიკო-ბარსელონა 2:3 - ომი მადრიდში [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი თამაში "ბარსამ" 1:0 მოიგო, თუმცა ამ უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა უკვე პირველ წუთზე, როცა ფერნანდო ტორესმა გაიტანა.
ამის შემდეგ დიდებული თამაში გაჩაღდა, რომელსაც მხოლოდ მსაჯის შეცდომები აყენებდა ჩრდილს.
ტაიმი "ბარსელონამ" 3:2 მოიგო და მასპინძლებს კაპიტანი გაბი გაუძევეს. სტუმართა რიგებში დუბლი შეასრულა ბრაზილიელმა ნეიმარმა. ნახევარფინალისტის ვინაობაც მაშინ გადაწყდა.
მეორე ტაიმში მხოლოდ ის მოხდა, რომ "ატლეტიკო" 9 კაცის ამარა დარჩა, გააძევეს მარიო სუარესი. საბოლოოდ, "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში, 4:2 მოიგო და სამეფო თასის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მოედანზე გუნდებს შორის ძალიან დაძაბული ვითარება იყო. ესპანეთის თასის სამი სხვა მეოთხედფინალური დაპირისპირება დღეს, 29 იანვარს გაიმართება.
მატჩის შემდგომი კომენტარები:
დიეგო სიმეონე: მესი უფრო საშიშია, ვიდრე რონალდო, ბეილი და ბენზემა, ერთად აღებული
ლუის ენრიკე: პროფესიონალები სულელურად არ უნდა მოიქცნენ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული