ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტურის წინ: "წყალქვეშა ნავი" "კამპ ნოუზე"

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადს" კრიშტიანო რონალდოს გარეშე დაუხვდება. პრიმერას მიმდინარე გათამაშების ბომბარდირი თავისი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციიდან პირველს იხდის, მეორეს ის ოთხშაბათს, "სევილიასთან" გამოტოვებულ შეხვედრაში მოიხდის.

ამასობაში, ლიონელ მესის შანსი მიეცა, დაეწიოს პორტუგალიელს, არგენტინელისთვის ორ ტურში 7 გოლის გატანა სულაც არ არის მიუღწეველი ოცნება.

"ატლეტიკო" "მეთოფეებთან"
სამეფო თასზე ცოტა დაჩაგრული და "ბარსელონასთან" დამარცხებული მადრიდის "ატლეტიკო" ბასკეთში გააგრძელებს ტიტულის დაცვის ურთულეს მისიას. სავარაუდოდ, დიეგო სიმეონეს გუნდს ამ საქმიდან არაფერი გამოუვა, თუმცა შარშანაც ნაკლებს სჯეროდა, რომ "ატლეტიკო" ჩემპიონობას მოიპოვებდა.

"ლოს
კოლჩონეროსი" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ "რეალს" და 3-ით "ბარსელონას". ჩემპიონატის შუაწელს ეს ცოტაა და დაკარგულიც არაფერია. "ატლეტიკოს" მეტოქე დებიუტანტი "ეიბარია". პატარა ბასკური ქალაქის დებიუტანტ გუნდს მხოლოდ შექება ეკუთვნის იმ შედეგისთვის, რასაც აქამდე მიაღწია.

"ეიბარი" მე-8 ადგილზეა. რა თქმა უნდა, ამ სიმაღლეზე დარჩენა ბასკ "მეთოფეებს" ძალიან გაუჭირდებათ, თუმცა "ბარსელონასთან" დაღლილ სიმეონეს გუნდს დიდი ბრძოლა ელის. თანაც, "ატლეტიკოს" დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი გაბი აკლია.

რონალდოს გარეშე
"რეალი" ლიდერობის შენარჩუნებას ბასკური "რეალ სოსიედადის" დამარცხებით ეცდება. დევიდ მოიესი ჯერ კიდევ ძიებაშია, "სოსიედადი" კი - რყევებში. გუნდი 22 ქულით მე-11 ადგილზეა და ჯერ დალხენილად ვერ გრძნობს თავს, თუმცა გრანდებთან ომი ნამდვილად შეუძლია. ეს ახლახან საკუთარ თავზე "ბარსელონამ" გამოსცადა.

რას იზამს ანჩელოტი, როგორ შეავსებს საუკეთესო მეგოლისა და მეპასის (კრიშტიანო რონალდო) არყოფნას? ვის დააწინაურებს ძირითადში, ახალგაზრდა ხესეს თუ მექსიკელ ხავიერ ერნანდესს? იქნებ 2 ფორვარდით თამაში იკმაროს ან სულაც წინ ჯეიმს (ხამეს) როდრიგესი ან ისკო წასწიოს.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს იტალიელი მაესტრო. "რეალ სოსიედადთან" და "სევილიასთან" გუნდის ლიდერობის შეთავსება გარეთ ბეილს მოუწევს, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ამ საქმეში რონალდოს სულაც არ ექიშპება. ანჩელოტის კვლავ არ ეყოლება მცველი პეპე და ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი. თამაში შეუძლია ბრაზილიელ ახალწვეულ ლუკას სილვას და მას, ალბათ, სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ. აი, მარტინ ედეგორისთვის პრიმერას ბატალიები ჯერ ნაადრევია.

ცენტრალური მატჩი
"კამპ ნოუზე" "ბარსელონა" "ვილიარეალს" მასპინძლობს. ლუის ენრიკეს გუნდს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს. არადა, "ყვითელი წყალქვეშა ნავი" დიდებულ ფორმაშია, რომელსაც დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მოულოდნელი ლიდერი, რუსი დენის ჩერიშევი უბრუნდება. ასეა თუ ისე, ფავორიტი მაინც კატალონიური გრანდია.

ლუის ენრიკემ უნდა გადაწყვიტოს, აღადგენს თუ არა შემტევ სამეულს (მესი, სუარესი, ნეიმარი), თუ ურუგვაელის ნაცვლად სასტარტოში ისევ პედროს დააყენებს. სუარესი აშკარად ვერ არის საუკეთესო ფორმაში. სამაგიეროდ, მესი და ნეიმარი დიდებულად ათამაშდნენ. ვალენსიის მხარის გუნდს ამ ვარსკვლავების შეჩერება ძალიან გაუჭირდება.

"ღამურები" ტოპ-ფორმაში
სტატისტიკურად, ბოლო 6 ტურში ყველაზე მეტი ქულა "ვალენსიამ" აიღო, ნუნუს გუნდმა მხოლოდ "სელტასთან" დაკარგა ქულები, ხუთი მატჩი კი მოიგო. სხვათა შორის, "სელტასთვის" სწორედ ეს ერთადერთი ქულაა ბოლო 6 ტურის მონაგარი.

"ღამურებს" არ ეყოლებათ მცველი ბარაგანი და გარემარბი პიატი. "ვალენსიას" მეტოქე "მალაგა" ევროსაგზურისთვის იბრძვის და შინ სერიოზული წინააღმდეგობაა ნებისმიერი გუნდისთვის. ასე რომ, "ვალენსიას" ორშაბათს რთული გასვლა ელის.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური
პარასკევი. 30 იანვარი
ვალეკანო-დეპორტივო 23:45
დისკვალიფიკაცია: ფარინია (დეპ)
ტრავმა: კასტრო (?), ლეო (?), ტიტო (?) - პოშტიგა
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +3=8-7, (16-25)

შაბათი. 31 იანვარი
რეალი-სოსიედადი 19:00
დისკვალიფიკაცია: რონალდო (რეალ)
ტრავმა: მოდრიჩი, პეპე - მარტინესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +20=9-9, (81-53)

ეიბარი-ატლეტიკო 20:00
დისკვალიფიკაცია: გარსია - გაბი
ტრავმა: ეკიზა (?) - ანსალდი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=1-3, (4-8)

გრანადა-ელჩე 23:00
დისკვალიფიკაცია: ფაირი, ჟონათასი, სისმა (ელჩე)
ტრავმა: ექტორი (?), რიკი, სილვესტრი (?), როჩინა, ბაბენი (?), მურილიო, ლარსონი (?) - ალბაკარი (?), მოსკერა
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +2=5-0, (7-5)

სელტა-კორდობა 01:00
დისკვალიფიკაცია: კასტრო - კარტაბია
ტრავმა: მალიო, ოუბინია - ბუსონი (?), ფიდელი, კესპო (?), დელგადო, ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +6=5-2, (14-9)

კვირა. 1-ლი თებერვალი
ლევანტე-ბილბაო 15:00
დისკვალიფიკაცია: ნავარო (ლევ)
ტრავმა: გავილანი (?), ხუანფრანი (?), მორალესი (?) - ფერნანდესი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +4=1-10, (15-24)

ალმერია-ხეტაფე 20:00
დისკვალიფიკაცია: ალექსისი (ხეტ)
ტრავმა: კიკე (?), ველესი (?), სონგო (?), ნავარო (?), რუბენი - ვალერა, იოდა (?), გუაიტა (?), დიავარა, ლაფიტა, ვიგარაი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +3=7-7, (18-25)

სევილია-ესპანიოლი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარეხა (?), კრიხოვიაკი (?), ტრემულინა, რეიესი, მბია, კრისტოფორო - ბაილი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=0-?2
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +10=8-22, (47-72)

ბარსელონა-ვილიარეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პერეირა, მატიო (?), ვერმალენი - იოკიჩი, სორიანო (?), მარინი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +16=7-8, (54-39)

ორშაბათი. 2 თებერვალი
მალაგა-ვალენსია 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოკა, ჩენი, ფერეირა - ბარაგანი, პიატი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +3=7-17, (24-49)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 12 - კარლოს ბაკა (სევილია); 10 - გარეთ ბეილი (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ გყავთ ეს ბარსელონას მოძულე ურნალისტი :)) . წესიერად წერე "სამეფო თასზე ბარსელონასგან" დაჩაგრული თუ მაინც და მაინც დაჩაგვრაზე გინდა აქცენტის გაკეთება
he he
19:11 30-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული