მადრიდის "რეალი" პეპეს ხელფასს შეუმცირებს

AutoSharing Option
"დიარიო გოლის" ცნობით, იმის გამო, რომ სერხიო რამოსი და "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კონტრაქტის პირობების გადახედვაზე შეთანხმდნენ, შესაძლოა, "რეალის" სხვა ფეხბურთელი დაზარალდეს - კერძოდ, პეპე.

წყაროს ცნობით, პეპეს ან ხელფასის შემცირებაზე დაიყოლიებენ, ან 32 წლის პორტუგალიელს კლუბიდან წასვლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პეპეს 2016 წლის ზაფხულამდე აქვს "რეალთან" ხელშეკრულება დადებული.

სერხიო რამოსი და "რეალის" ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ, რომ ახალი კონტრაქტის საკითხს სეზონის მერე მიუბრუნდებიან. ახლა რამოსი წელიწადში 4,5-5 მილიონ ევროს იღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული