კორეელ ფეხბურთელს, რომელიც დიდებული ტექნიკითა და ბომბარდირული თვისებებით გამოირჩევა, ახალ ლიონელ მესიდ მოიხსენიებენ.
კატალონიური გრანდის სკაუტებმა ნიჭიერი ბიჭუნა წლების წინ, სამხრეთ კორეისა და "ბარსელონას" 14-წლამდელთა გუნდების მატჩის დროს შეამჩნიეს. ლი სეუნგი "ბარსელონას" აკადემიაში 2011 წელს ჩაირიცხა, დღეს კი მასზე კლუბში დიდ იმედებს ამყარებენ.