მადრიდის "რეალმა" თვალი "ბარსელონას" კორეელ ტალანტს, მეტსახელად "მესის" დაადგა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ინტერესს "ბარსელონას" 17 წლის თავდამსხმელის, ლი სეუნგ ვუს მიმართ იჩენს. ამის შესახებ Marca იუწყება.

კორეელ ფეხბურთელს, რომელიც დიდებული ტექნიკითა და ბომბარდირული თვისებებით გამოირჩევა, ახალ ლიონელ მესიდ მოიხსენიებენ.

კატალონიური გრანდის სკაუტებმა ნიჭიერი ბიჭუნა წლების წინ, სამხრეთ კორეისა და "ბარსელონას" 14-წლამდელთა გუნდების მატჩის დროს შეამჩნიეს. ლი სეუნგი "ბარსელონას" აკადემიაში 2011 წელს ჩაირიცხა, დღეს კი მასზე კლუბში დიდ იმედებს ამყარებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული