როგორ ტირის ფეხმოტეხილი ხამეს როდრიგესი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" კოლუმბიელ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს, რომელიც 4 თებერვალს "სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში დაშავდა, მარჯვენა ფეხის ძვალი აქვს გატეხილი და ორი თვე ვერ ითამაშებს.

ამის შესახებ მადრიდული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

როდრიგესი, რომელმაც აღნიშნულ მატჩში (2:1 "რეალის სასარგებლოდ) პირველი გოლი გაიტანა, ტრავმის გამო შესაცვლელი 27-ე წუთზე გახდა.

საავადმყოფოსკენ მიმავალი 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ოპერაცია უახლოეს პერიოდში უნდა ჩაუტარდეს, სიმწრისა და ტკივილისგან ტიროდა.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. გამოტოვებული მატჩი: "რეალი" ოთხი ქულით დაწინაურდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული