ლა ლიგა. XXII ტურის წინ: მადრიდის "რეალის" მძიმე დერბი

AutoSharing Option
ტურში ორი გამორჩეული მატჩია: შაბათს "ვისენტე კალდერონზე" მადრიდული დერბია, ხოლო კვირას "სან მამეს ბარიაზე" სათამაშოდ "ბარსელონა" ჩადის. უინტერესო არც ბოლო დროს მოყოჩაღებული "ესპანიოლისა" და "ვალენსიას" ჯახი უნდა იყოს...

"ელ დერბი მადრილენიო", უდავოდ, დიდი მოვლენაა ესპანურ ფეხბურთში. შაბათს დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო", რომელიც 47 ქულით მესამე ადგილზეა, მასზე 7 ქულით წინ გაჭრილ "რეალს" მასპინძლობს. თუკი "ატლეტიკოს" მართლა სურს ტიტულის დაცვა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და "რეალი" შეაჩეროს. მით უფრო, რომ კარლო ანჩელოტის სუსტი წერტილი სწორედ მადრიდული დერბია.

მადრიდული კარიერის დასაწყისში ანჩელოტის "რეალი"
შინ დიეგო კოშტას გოლით დამარცხდა "ატლეტიკოსთან". რა თქმა უნდა, ამის მერე იყო "რეალის" გამარჯვებებიც, მათ შორის, ყველაზე ცნობილი - ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამატებით დროში - 4:1.

მაგრამ ლიგური ტრიუმფის შემდეგ "რეალი" "ატლეტიკოს" ვეღარ ამარცხებს! ამის მერე 5 შეხვედრაში სიმეონე 3-ში გამარჯვებული გამოვიდა და 2 ფრით დასრულდა.

ლა ლიგაში ორი მადრიდული კლუბის დაპირისპირება სათავეს 1928 წლიდან იღებს. მას მერე "რეალმა" 85 მატჩი მოიგო, "ატლეტიკომ" - 37, ფრედ 33 შეხვედრა დასრულდა.

რონალდო ვეტერანად დაბრუნდა
დიეგო სიმეონე დერბის სათამაშოდ უკეთეს დროს ვერ შეარჩევდა: "რეალი" გადაღლილია, ტრავმირებული ფეხბურთელებიც ჰყავს და დისკვალიფიცირებულიც.

არგენტინელისთვის ყველაფერი კიდევ უკეთ იქნებოდა, კრიშტიანო რონალდოსთვის "კორდობასთან" ჩადენილი საქციელი 2-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე მეტად რომ შეეფასებინათ.

თუმცა რონალდო ბრუნდება და ბრუნდება "ვეტერანად". საქმე იმაშია, რომ 5 თებერვალს კრიშტიანო 30 წლის შესრულდა და 30 წლის და მეტი ასაკის ფეხბურთელებზე ხშირად ვეტერანის ეპითეტს ხმარობენ. 30 წლის ფუნშალელის პირადი რეკორდი "რეალის" მაისურით ასეთია: 277 თამაში, 289 გოლი.

რონალდო ბრუნდება, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ "რეალმა" მის გარეშეც იმარჯვა ზედიზედ ორ შეხვედრაში.

დერბის წინ
"სევილიასთან" მატჩმა "რეალის" ლაზარეთი ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელით შეავსო - სერხიო რამოსს კუნთი დაეჭიმა და 3 კვირას დაისვენებს, ხოლო ჯეიმს (ხამეს) როდრიგესის სიტუაცია რთულია - ფეხზე მცირე ძვლის მოტეხილობას ოპერაცია და 2-თვიანი იძულებითი პაუზა ესაჭიროება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო დერბის გამოტოვებენ ლუკა მოდრიჩი, ფაბიო კოენტრაო და პეპე.

კიდევ უარესი ის იქნება, თუკი სადისციპლინო კომიტეტი "რეალის" საჩივარს არ მიიღებს და "სევილიასთან" მარსელოს ყვითელ ბარათს ძალაში დატოვებს. ბრაზილიელი დერბის ტოვებს, "რეალი" კი ისედაც ვერ ბრწყინავდა დაცვაში "სევილიასთან" და "ატლეტიკოსთან" შესუსტებული დაცვის ხაზით ძალიან გაუჭირდება.

არადა, ამ დროს მოწინააღმდეგე ბანაკში მწვრთნელისა და არდა თურანის კონფლიქტს თუ არ ჩავთვლით, სერიოზული პრობლემები არ არის. კარვახალი, ნაჩო, ვარანი, არბელოა - აი, ასეთი იქნება სავარაუდოდ, "რეალის" დაცვა.

კარლო ანჩელოტი (რეალი):
"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ბოლო მატჩები "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ისე ვერ წარვმართეთ, როგორც გვსურდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს უიღბლობა დავასრულოთ და ყველაფერი ჩავდოთ გამარჯვებაში.

რთული თამაში გველის. ჩვენ არ ვფიქრობთ "ატლეტიკოსთან" 7-ქულიან უპირატესობასა და მის გაზრდაზე. დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება, ეს ხომ მადრიდული დერბია.

ვის დავაყენებ, ილიარამენდის თუ ხედირას? ორივეს კანდიდატურას განვიხილავ, გერმანელმა "სევილიასთან" კარგად ითამაშა, თუმცა ილიარამენდი უფრო დასვენებულია".

ნეიმარის იუბილე
პრობლემები არ აკლია არც "რეალის" მთავარ მდევარ "ბარსელონას", რომელიც უკვე 4 ქულით ჩამორჩება ლიდერს. მაგრამ ეს პრობლემები უშუალოდ მოედანზე მიმდინარე მოვლენებს არ ეხება - "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ 13 თებერვალს სასამართლოშია დაბარებული. მას ბრალად ედება ნეიმარის ტრანსფერიდან 2,8 მილიონი ევროს დამალვა საგადასახადო უწყებისთვის.

მძიმე ბრალდებაა. თავის მხრივ, ბარტომეუ ამაში პოლიტიკას ხედავს, "ბარსელონა" ისჯება იმის გამო, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის იდეას მხარს უჭერსო.

ლუის ენრიკეს გუნდი გასვლით მატჩში "ბილბაოს" ხვდება და ეს არასოდეს არის იოლი. მაშინ, როცა რონალდო 30 წლის გახდა, ნეიმარი, ვის გამოც "ბარსას" ახლა კანონთან პრობლემები აქვს, 23 წლის გახდა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური
პარასკევი. 6 თებერვალი
დეპორტივო-ეიბარი 23:45
დისკვალიფიკაცია: ფარინია, როდრიგესი - მინერო, ლილიო
ტრავმა: ლოპო (?), სინდეი (?), პოშტიგა - დელ მორალი, ბოვედა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (3-3)

შაბათი. 7 თებერვალი
ატლეტიკო-რეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: მარსელო (რეალ)
ტრავმა: - კოენტრაო, მოდრიჩი, პეპე, რამოსი, როდრიგესი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +7=12-30, (48-95)

ვილიარეალი-გრანადა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარინი (?), იოკიჩი - მურილიო, როჩინა, მარე, პერესი (?), სილვესტრე (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=1-2, (6-4)

ლევანტე-მალაგა 23:00
დისკვალიფიკაცია: დარდერი (მალ)
ტრავმა: ლოპესი (?), ხუანფრანი (?), სისოკო (?) - ჩენი, ფერეირა, დუდა (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5=1-8, (13-15)

სოსიედადი-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: ორელიანა (სელ)
ტრავმა: ველა, მარტინესი, კანალესი, ბერჩიჩე (?) - ფერნანდესი (?), მალიო, კაბრალი, ოუბინია
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +11=15-12, (57-59)

კვირა. 8 თებერვალი
კორდობა-ალმერია 15:00
დისკვალიფიკაცია: ჰემედი (ალმ)
ტრავმა: ლოპესი (?), ფიდელი, დელგადო - ვერსა (?), რუბენი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4=4-4, (18-14)

ხეტაფე-სევილია 20:00
დისკვალიფიკაცია: ესკუდერო - ბანეგა
ტრავმა: ვალერა (?), ვიგარაი (?), დიავარა, გუაიტა (?), ლაფიტა, იოდა (?) - გამეირო, ტრემულინა, პარეხა, რეიესი, კრისტოფორო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=5-11, (26-34)

ესპანიოლი-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: კასილია - ოტამენდი, კანსელო
ტრავმა: მორენო (?) -
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +17=9-17, (66-62)

ბილბაო-ბარსელონა 00:00
დისკვალიფიკაცია: ირაოლა (ბილ)
ტრავმა: ფერნანდესი, იტურასპე - ალვეში (?), ვერმალენი, პერეირა, ნეიმარი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +7=11-31, (42-105)

ორშაბათი. 9 თებერვალი
ელჩე-ვალეკანო 23:45
დისკვალიფიკაცია: სუარესი - ბა
ტრავმა: მოსკერა, ჟონათასი (?), ხიმენესი (?), პაშალიჩი (?), როკო (?), პელეგრინი (?), ალბაკარი (?) - მიკუ (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +10=2-1, (23-14)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები:
28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ნეიმარი (ბარსელონა); 12 - კარლოს ბაკა (სევილია); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო), გარეთ ბეილი (რეალი), ლუსიანო ვიეტო (ვილიარეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული