43 წლის სპეციალისტი, რომელიც "სევილიაში" 2013 წლის იანვრიდან მუშაობს, ამჟამად თავს მე-4 ადგილით იწონებს.
2015 წლის პირველ თვეში კი მან ანდალუსიელებს ჩემპიონატის 3 შეხვედრა მოაგებინა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ექსგუნდ "ვალენსიასთან".
იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ კი ანტუან გრიზმანი აღიარეს.
"რეალ სოსიედადის" ყოფილი შემტევი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და ნელ-ნელა მადრიდის "ატლეტიკოს" ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 23 წლის ფრანგმა უკვე დიდი ხანია, მოიგო ფანების გული და დიეგო სიმეონეს ნდობა მოიპოვა.
გასულ თვეში ლა ლიგაში
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"