პრიმერადივიზიონის იანვრის ტრიუმფატორები - ემერი და გრიზმანი

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერადივიზიონში გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად უნაი ემერი დასახელდა.

43 წლის სპეციალისტი, რომელიც "სევილიაში" 2013 წლის იანვრიდან მუშაობს, ამჟამად თავს მე-4 ადგილით იწონებს.

2015 წლის პირველ თვეში კი მან ანდალუსიელებს ჩემპიონატის 3 შეხვედრა მოაგებინა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ექსგუნდ "ვალენსიასთან".

იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ კი ანტუან გრიზმანი აღიარეს.

"რეალ სოსიედადის" ყოფილი შემტევი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და ნელ-ნელა მადრიდის "ატლეტიკოს" ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 23 წლის ფრანგმა უკვე დიდი ხანია, მოიგო ფანების გული და დიეგო სიმეონეს ნდობა მოიპოვა.

გასულ თვეში ლა ლიგაში
მან 5 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული