ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური: ისტორიული შემოლაწუნება [VIDEO]

AutoSharing Option
* 6 მატჩია, მადრიდულ დერბიში "რეალი" ვერ ამარცხებს "ატლეტიკოს" - 2 ფრე და 4 წაგება.

* დერბიში მადრიდის "რეალმა" მხოლოდ ერთხელ დაარტყა "ატლეტიკოს" კარში ზუსტად.

* 0:4 განადგურების შემდეგ კრიშტიანო რონალდომ მთელი ღამე კარაოკე-ბარში გაატარა, სადაც 30 წლის იუბილე აღნიშნა.

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - მოწინავე ოთხი ლიგიდან მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატში არ გაჭრილა ლიდერი წინ სოლიდური უპირატესობით; გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატში აქვს ჩემპიონობის რეალური შანსი შერჩენილი მესამე ადგილზე მყოფ გუნდს; გინდ დაიჯერეთ და გინდ
არა, მაგრამ სწორედ ყველაზე "უთანასწორო" პირველობაზე მიდის ყველაზე დაძაბული ბრძოლები...

როცა ისტორია არ გყოფნის
ბასკურმა "ეიბარმა" თამამად შეაბიჯა პრიმერაში და ალბათ, არც გაუჭირდება ელიტაში ადგილის შენარჩუნება, მაგრამ გარიტანოს გუნდს აკლია ზუსტად ის გამოცდილება, რაც ასე მნიშვნელოვანია ლა ლიგაში ამ ეტაპზე - აქ აღარავინ გაპატიებს უხეშ შეცდომებს.

ზუსტად ეს იწვნია საკუთარ თავზე "ეიბარმა" "რიასორზე": ჯერ ორიოლ რიერასთან საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ უხეიროდ მოიგერია ბურთი მეკარე ჩაბი ირურეტამ, შემდეგ კი მანვე ცუდად ითამაშა ბორხა ეკიზას მიერ უხეიროდ დაბრუნებულ ბურთზე. შედეგად, ლუკას პერესმა (მატჩის საუკეთესო, "მარკას" შეფასებით, 6,5 ბალი) და პორტუგალიელმა ივან კავალეირომ თითო გოლით იხეირეს.

ვიქტორ ფერნანდესის "დეპორტივომ" ზედიზედ მესამე ტურში არ წააგო და გუნდი 24 ქულით უკვე ცხრილის შუაშია.

ანჩელოტის ყველაზე ცუდი მატჩი
"ისტორიული შემოლაწუნება" - ასე უწოდა "მარკამ" "ატლეტიკოს" მიერ "რეალის" 4:0 განადგურებას. კარლო ანჩელოტიმ, უბრალოდ, არ იცის, რა გააწყოს მადრიდულ დერბიში, როგორ დაუპირისპირდეს დიეგო სიმეონეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ეს გუნდები 6-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და არგენტინელი იტალიელს ძმრად ადენს იმ მოგებულ ფინალს: "ატლეტიკომ" 4-ჯერ იმარჯვა და 2-ჯერ ფრე ითამაშა.

შაბათს "რეალს" "ატლეტიკო" იმას უკეთებდა, რაც მოესურვებოდა. არადა, პირველივე წუთებზე დაკარგა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კოკე. ჯერ ტიაგომ საჯარიმოს მისადგომიდან დაცხრილა კასილიასი, შემდეგ სიკეირას ჩაწოდებას საულ ნიგესის ბრწყინვალე "მაკრატელა" მოჰყვა. მეორე ტაიმში საულმა ანტუან გრიზმანს გაატანინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ფერნანდო ტორესმა - მარიო მანჯუკიჩს. "სამეფო გუნდი" განადგურდა.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, წაგებას ჩემს თავზე ვიღებ. ეს იყო "რეალის" უცუდესი მატჩი, რაც მე მისი მწვრთნელი ვარ. დიდი ანალიზი ამ თამაშს არ სჭირდება - "ატლეტიკო" უკეთესი იყო თამაშის ნებისმიერ კომპონენტში".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "მეკითხებით, შემეძლო თუ არა ასეთი გამარჯვების წარმოდგენა? ამაზე ასე გიპასუხებთ: ზოგიერთი რამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ ისინი არსებობენ. ვიმეორებ, ეს იყო მხოლოდ ერთი მატჩი, წინ მხოლოდ ერთი მატჩის მანძილზე ვიყურებით, დიდ გეგმებს არ ვსახავთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოთამაშეები არიან მთავარი მონაწილეები, მადლობა მათ ასეთი თამაშისთვის".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "არ შეიძლება, "რეალმა" 0:4 წააგოს. დღეს ჩვენ ყველაფერი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად კარგ ფორმაში არ ვიყავით, მაგრამ ეს ვერ გაგვამართლებს. პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ, "რეალი" ჯერ ისევ პირველია. ჩემი აზრით, ჩვენ "ატლეტიკოზე" ბევრად უკეთესი გუნდი გვყავს და ჩემპიონებიც გავხდებით".

"მარკას" რჩეული - ანტუან გრიზმანი (8,5 ბალი). სხვათა შორის, "მარკამ" "რეალის" 7 ფეხბურთელს 3-3 ბალი დაუწერა (მათ შორის, რონალდოს).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოგება ინერციით
მარსელინომ, ერთი შეხედვით, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ლიდერთა დიდი ნაწილი დაასვენა ან მეორე ტაიმში შეუშვა მოედანზე. საქმე იმაშია, რომ "ვილიარეალს" "ბარსელონასთან" თასის ნახევარფინალური დაპირისპირება ელის და მისთვის ეს ტურნირი არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მიუხედავად ამისა, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" გაიმარჯვა (2:0), მაგრამ ეს უფრო ინერციით გამოუვიდა - "გრანადას" რომ თავისი საგოლე შანსები გამოეყენებინა, "ვილიარეალს" ცუდად წაუვიდოდა საქმე. რუსმა დენის ჩერიშევმა ამ ჩემპიონატში მე-9 საგოლე პასი მიითვალა, არადა, ისიც, როგორც ძმები დოს სანტოსები, თამაშში მოგვიანებით ჩაერთო. "ვილიარეალის" რიგებში დებიუტი ჰქონდა "არსენალიდან" იჯარით მოთამაშე ხოელ კემპბელს.
"მარკას" რჩეულები - ბრუნო, ჩერიშევი, ხერარდ მორენო (ყველა "ვილიარეალი") და ფრან რიკო (გრანადა) - 6,5-6,5 ბალი.

ბარალის ჰეთ-თრიკით
"ლევანტემ" შინ გაანადგურა "მალაგა" და მძიმე სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა - 4:1. არადა, თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, ხუანმიმ მცველის შეცდომით ისარგებლა. შემდეგ კი დავიდ ბარალის დრო დადგა - 31 წლის ფორვარდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა (2 გოლი პენალტით გაიტანა). "ლევანტეს" რიგებში თავი კიდევ ერთმა ვეტერანმა გამოიჩინა, ნიგერიელმა კალუ უჩემ. ბარალი "მარკამ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - 8,5 ბალი.

კასანო?
დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადი" ისევ ძიებაშია. შოტლანდიელს ისეთი თამამი იდეებიც მოსდის თავში, როგორც "პარმადან" ჩხუბით წასული ანტონიო კასანოს დამატებაა. შაბათს ბასკურმა კლუბმა ვიგოს "სელტასთან" ვერ შეინარჩუნა უპირატესობა და მატჩის მიწურულს ნოლიტოსგან გოლი გაუშვა - 1:1. "მარკას" რჩეულები: ზალდუა (რეალ სოსიედადი), ნოლიტო და კაბრალი (სელტა) - 7-7 ბალი.

ანდალუსიური დერბი
პრიმერაში ყველაზე მეტი გუნდი (5) ანდალუსიის მხარიდანაა. ამიტომაც ყველაზე ხშირად ანდალუსიური დერბის მომსწრენი ვხდებით ხოლმე. "კორდობამ" "ალმერიას" უმასპინძლა, ამ ორ გუნდს საერთო მიზანი აქვს - ელიტაში ადგილის შენარჩუნება. ასე რომ, შეიძლება ითქვას, "ალმერიამ" 6-ქულიანი მატჩი მოიგო.

"ვალენსიასგან" ნათხოვარმა ფედე კარტაბიამ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა "კორდობა", მაგრამ არგენტინელის გარჯა წყალში "ალმერიას" მარჯვენა მცველმა მიჩელ მასედომ ჩაყარა, რომელმაც დუბლი შეასრულა - 1:2.

კვირის სხვა მატჩებში "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" სენსაცია დაფიქსირდა - "ხეტაფემ" 5 ათასი ფანის გასახარად, "სევილიას" 2:1 აჯობა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა ბარსელონაში "ვალენსიამ" და "სევილია" მე-4 ადგილიდან ჩამოაგდო.

ლა ლიგა. XXII ტური
6 თებერვალი
დეპორტივო-ეიბარი 2:0
გოლები: 1:0 ლ. პერესი (52), 2:0 კავალეირო (80)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი (82. ლაურე), ლოპო, პ. ინსუა, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ბორხესი - კუენკა (66. ელდერ კოშტა), ლ. პერესი, კავალეირო (89. მედუნიანინი) - რიერა
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ეკიზა, რ. ნავასი, დიდაკ ვილა - ბორხა ფერნანდესი, დ. გარსია - კაპა (58. ლარა), არუაბარენა (74. ლეკიჩი), საულ ბერხონი (79. ანხელი) - პიოვაკარი
გაფრთხილება: პერესი, ინსუა - გარსია, ბორხა, ეკიზა
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15-4 (5-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 16 898

7 თებერვალი
ატლეტიკო-რეალი 4:0
გოლები: 1:0 ტიაგო (13), 2:0 საული (18), 3:0 გრიზმანი (66), 4:0 მანჯუკიჩი (89)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა - არდა თურანი, გაბი, ტიაგო, კოკე (10. საულ ნიგესი (71. რაულ გარსია)) - მანჯუკიჩი, გრიზმანი (77. ტორესი)
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, ფ. კოენტრაო - ხედირა (46. ხესე), კროოსი, ისკო (68. ილიარამენდი) - ბეილი, ბენზემა (73. ხ. ერნანდესი), რონალდო
გაფრთხილება: გაბი, თურანი, გარსია, გოდინი, მანჯუკიჩი - კროოსი, ხესე
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17-4 (8-1); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 54 900

ვილიარეალი-გრანადა 2:0
გოლები: 1:0 მაინსი (29 ს.კ.), 2:0 ხ. მორენო (92)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - რუკავინა, მუსაჩიო, დორადო, კოსტა - კემპბელი (61. ჩერიშევი), ტრიგეროსი (68. ჯონათან დოს სანტოსი), ბრუნო სორიანო, მ. გომესი - ი. უჩე (73. ჯოვანი დოს სანტოსი), ხ. მორენო
გრანადა (4-2-3-1): ოიერი - ნიომი, ბაბენი, მაინსი, ემანუელ ინსუა - ფ. რიკო, რ. პერესი - იბანიესი (46. კანდეიაში), პიტი, ლ. ბანგურა (77. კოლუნგა) - კორდობა
გაფრთხილება: დორადო, ჯონათან დოს სანტოსი - პერესი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-11 (6-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 20 500

ლევანტე-მალაგა 4:1
გოლები: 0:1 ხუანმი (21), 1:1 ბარალი (27), 2:1 ბარალი (37-პენ), 3:1 ბარალი (52-პენ), 4:1 უჩე (75)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, დ. ნავარო, რამისი, ტონიო - ჩუმეტრა (70. რუბენ გარსია), კამარასა, სიმაო, მორალესი - კ. უჩე (79. ვ. კასადესუსი), ბარალი (88. ხოსე მარი)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ს. სანჩესი, ველიგტონი, ბოკა - ნაჩო კამაჩო, რესიო (65. ორტა) - სამუელი, ხუანმი, კასტილიეხო (78. ტისონე) - გერა (55. ამრაბატი)
გაფრთხილება: რამისი, კამარასა - სანჩესი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-4 (6-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 14 500

სოსიედადი-სელტა 1:1
გოლები: 1:0 აგირეჩე (8), 1:1 ნოლიტო (85)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, მ. გონსალესი (82. გ. ელუსტონდო), ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - პარდო, გრანერო - კანალესი, ჩაბი პრიეტო, გ. კასტრო (69. ზურუტუზა) - აგირეჩე (69. ფინბოგასონი)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - ს. გომესი (65. ბონგონდა), კაბრალი, ფონტასი, ხონი - კრონ-დელი, ა. ფერნანდესი, ა. ლოპესი (80. შარლესი) - მინა (89. პ. ერნანდესი), ლარივეი, ნოლიტო
გაფრთხილება: გონსალესი, გრანერო, აგირეჩე, ზალდუა, პარდო - ფერნანდესი, ლოპესი, კაბრალი, ხონი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-12 (3-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 14 836

8 თებერვალი
კორდობა-ალმერია 1:2
გოლები: 1:0 ფედე კარტაბია (10), 1:1 მასედო (81), 1:2 მასედო (66)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - გუნინო, პანტიჩი, კრესპო, ედიმარი - როსი (64. სუკულინი), დეივიდი (83. აბელი) - ბებე, ფედე კარტაბია, ღილასი - ანდონე (68. ე. რამოსი)
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მასედო, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, კორონა - ვ. სილვა (75. რომერა), ფ. სორიანო (80. ესპინოსა), ე. მენდესი - ტიევი (89. თომასი)
გაფრთხილება: როსი, ბებე - დუბარბიერი, ტიევი, სილვა, სორიანო, ტრუხილიო
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 14-8 (7-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 18 000

ხეტაფე-სევილია 2:1
გოლები: 1:0 ველასკესი (29-პენ), 1:1 კრიხოვიაკი (66), 2:1 პედრო ლეონი (85)
ხეტაფე (4-4-2): ხონა - ალექსისი, ნალდო, ველასკესი, ლაგო - ხ. როდრიგესი, ლასენი, სარაბია, სამირი (72. ინესტროსა) - დ. კასტრო (88. ფელიპი), ა. ვასკესი (78. პედრო ლეონი)
სევილია (4-4-2): ს. რიკო - კოკე, პარეხა, კოლოძეიჩაკი, ფ. ნავარო - მბია (16. ფიგეირაში), კრიხოვიაკი, იბორა, ბანეგა - ბაკა (74. დ. სუარესი), ასპასი (56. მუნიოსი)
გაფრთხილება: ლოპესი - ბანეგა, ფიგეირაში
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 18-9 (8-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 5 000

ესპანიოლი-ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 პიატი (62), 0:2 პაუ ლოპესი (85 ს.კ.), 1:2 ს. გარსია (89)
ესპანიოლი (4-4-2): პაუ ლოპესი - არბილია, ა. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - ლ. ვასკესი, კანიასი, ვ. სანჩესი (70. სევილია), ვ. ალვარესი (78. მონტანიესი) - ს. გარსია, კაისედო (69. სტუანი)
ვალენსია (4-1-4-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ორბანი, გაია - ფუეგო - როდრიგო (72. ფეგული), პარეხო, ე. პერესი (46. ანდრე გომეში), პიატი - პ. ალკასერი (53. ნეგრედო)
გაფრთხილება: ალვარესი, სანჩესი, მორენო, მონტანიესი, გარსია - პერესი, გომეში, ორბანი, ნეგრედო
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 22-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-13 (3-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 18 000

ბილბაო-ბარსელონა 2:5
გოლები: 0:1 მესი (15), 0:2 სუარესი (26), 1:2 მ. რიკო (59), 1:3 დე მარკოსი (62 ს.კ.), 1:4 ნეიმარი (64), 2:4 ადურისი (66), 2:5 პედრო (86)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა (52. აურტენეჩე) - სან ხოსე, მ. რიკო - სუსაეტა (69. ბენიატი), უ. ლოპესი, მუნიაინი (78. გურპეგი) - ადურისი
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში (69. ადრიანო), პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ჩავი (74. რაფინია) - მესი, ლ. სუარესი (80. პედრო), ნეიმარი
გაფრთხილება: ბალენსიაგა, ლოპესი, გურპეგი - ალვეში
გაძევება: ეჩეიტა (75)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 15-19 (6-11); ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 43 800
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
9 თებერვალი
ელჩე-ვალეკანო 23:45

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ნეიმარი (ბარსელონა); 12 - კარლოს ბაკა (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
13 თებერვალი:
ალმერია-რეალ სოსიედადი.

14 თებერვალი:
სევილია-კორდობა, რეალი-დეპორტივო, გრანადა-ბილბაო, მალაგა-ესპანიოლი.

15 თებერვალი:
ვალენსია-ხეტაფე, ბარსელონა-ლევანტე, რაიო ვალეკანო-ვილიარეალი, სელტა-ატლეტიკო.

16 თებერვალი:
ეიბარი-ელჩე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული