კრიშტიანო რონალდო "ატლეტიკოსთან" განადგურების შემდეგ კარაოკეში ერთობოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო "ატლეტიკოსთან" ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩის შემდეგ კარაოკეში წავიდა და 30-ე დაბადების დღე აღნიშნა.

გამოცემა AS-ის ჟურნალისტებს წვეულების ამსახველი ვიდეო ჩაუვარდათ ხელში, სადაც პორტუგალიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესთან ერთად სცენაზე ერთ-ერთ სიმღერას ასრულებს.

სხვადასხვა წყაროის ცნობით, წვეულებაზე რონალდოს ოჯახის წევრები და რამდენიმე თანაგუნდელი იყო, კეილორ ნავასისა და მარსელოს ჩათვლით.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ რონალდოს აგენტმა ხორხე მენდესმა ფეხბურთელის მიერ დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჭორებზე ისაუბრა.

"სახლიდან წასვლა მოგვიწია, რადგან მოწვეული სტუმრებისთვის ადგილი აღარ გვყოფნიდა. ცუდია, რომ
ეს ყველასთვის გახდა ცნობილი.

ვიღაცამ ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო. ძალიან გაბრაზებული ვარ ამ სიტუაციის გამო, ხოლო კრიშტიანო საერთოდ გაცოფებულია. მას არ უნდოდა დროის ასე გატარება, მაგრამ უკვე ვერაფერს შევცვლიდით", - ამბობს მენდესი AS-თან საუბარში.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური: ისტორიული შემოლაწუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული