"ბარსელონა" "ვილიარეალს" მასპინძლობს, ხოლო "ბილბაო" - "ესპანიოლს".
"ყვითელ წყალქვეშა ნავთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა "ბარსას" თავკაცმა ლუის ენრიკემ.
"ვილიარეალთან" დაპირისპირება გაგვიადვილდება, რადგან ჩვენ ამ გუნდს ახლახან ვეთამაშეთ. კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ მატჩის ჩანაწერს, რომ დავგეგმოთ, როგორ უკეთ სჯობს შეტევა "ვილიარეალის" წინააღმდეგ.
ჩვენი მიზანი გამარჯვება და კარის მშრალად შენახვაა. "ვილიარეალს" დიდებული სეზონი აქვს. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ეს გუნდი "სამეფო თასის" მოგებაზე ფიქრობს".
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ვილიარეალს" შორის შეხვედრა დღეს, ჩვენი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"