ის, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის მზად უნდა იყოს, რომელიც 10 მარტს მადრიდში გაიმართება - "სამეფო კლუბი" გელზენკირხენის "შალკეს" უმასპინძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტის ნახევარდაცვაში ტრავმირებულები მოუმრავლდა (ხედირა, როდრიგესი), ის მოდრიჩს მოვლენების დაჩქარებას არ ურჩევს.
დღეისათვის, ლუკა ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩმა ტრავმა ხორვატიისა და იტალიის ნაკრებთა მატჩში მიიღო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"