კლუბის ხელმძღვანელობა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს.
"ძალიან სამწუხარო და სერიოზული ინციდენტია. ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ასეთი უმსგავსობა პირადად არ მსმენია.
პოლიცია საქმეს იძიებს, ბალახი კი ქიმიკატებით დამწვარია. სხვა გზა არაა, ბალახის საფარი ყველგან შესაცვლელია. მანამდე კი სხვა ბაზა უნდა ვიშოვოთ სასწრაფოდ", - განაცხადა "კორდობას" პრეზიდენტმა კარლოს გონსალესმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"