ვიდეო: რეალი-დეპორტივო 2:0
14 თებერვალს ესპანურ პრიმერაში 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
ანდალუსიურ დერბიში "სევილიამ" "კორდობა" 3:0 გაანადგურა და მეოთხე ადგილზე გადავიდა. გოლები გაიტანეს პოლონელმა კრიხოვიაკმა, კოლუმბიელმა ბაკამ და ესპანელმა იბორამ.
გუნდებმა მატჩი 10-10 კაცით ჩაამთავრეს, კრიხოვიაკისა და ეკენგის გაძევების გამო.
მადრიდის "რეალმა" "დეპორტივოს" უმასპინძლა და 2:0 იმარჯვა. 23-ე წუთზე ანგარიში ისკომ გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე კრიშტიანო რონალდოს პასით, ქარიმ ბენზემამ გაიტანა.
"რეალი" 57 ქულით ერთპიროვნულ ლიდერად რჩება. "გრანადამ" და "ბილბაომ" გამარჯვებუელბი ვერ გამოავლინეს. ამ შეხვედრაში მასპინძელთა მცველი ემილიანო ინსუა მეტისმეტი უხეშობისთვის გააძევეს.
სევილია-კორდობა 3:0
გოლები: 1:0 კრიხოვიაკი (38), 2:0 ბაკა (44), 3:0 იბორა (76)
გაძევება: ეკენგი (54. კორდობა), კრიხოვიაკი (73. სევილია)
რეალი-დეპორტივო 2:0
გოლები: 1:0 ისკო (23), 2:0 ბენზემა (73)
გრანადა-ბილბაო 0:0
გაძევება: ინსუა (68. გრანადა)
მალაგა-ესპანიოლი 0:2
გოლები: 0:1 გონსალესი (41), 0:2 გარსია (93)
1. რეალი - 57 ქულა; 2. ბარსელონა - 53; 3. ატლეტიკო - 50; 4. სევილია - 45; 5. ვალენსია - 41.
02:05 15-02-2015
ლა ლიგა. XXIII ტური: "რეალმა" "დეპორტივო" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული