ლა ლიგა. XXIII ტური: "რეალმა" "დეპორტივო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: რეალი-დეპორტივო 2:0

14 თებერვალს ესპანურ პრიმერაში 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

ანდალუსიურ დერბიში "სევილიამ" "კორდობა" 3:0 გაანადგურა და მეოთხე ადგილზე გადავიდა. გოლები გაიტანეს პოლონელმა კრიხოვიაკმა, კოლუმბიელმა ბაკამ და ესპანელმა იბორამ.

გუნდებმა მატჩი 10-10 კაცით ჩაამთავრეს, კრიხოვიაკისა და ეკენგის გაძევების გამო.

მადრიდის "რეალმა" "დეპორტივოს" უმასპინძლა და 2:0 იმარჯვა. 23-ე წუთზე ანგარიში ისკომ გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე კრიშტიანო რონალდოს პასით, ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

"რეალი" 57 ქულით ერთპიროვნულ ლიდერად რჩება. "გრანადამ" და "ბილბაომ" გამარჯვებუელბი ვერ გამოავლინეს. ამ შეხვედრაში მასპინძელთა მცველი ემილიანო ინსუა
მეტისმეტი უხეშობისთვის გააძევეს.

სევილია-კორდობა 3:0
გოლები: 1:0 კრიხოვიაკი (38), 2:0 ბაკა (44), 3:0 იბორა (76)
გაძევება: ეკენგი (54. კორდობა), კრიხოვიაკი (73. სევილია)

რეალი-დეპორტივო 2:0
გოლები: 1:0 ისკო (23), 2:0 ბენზემა (73)

გრანადა-ბილბაო 0:0
გაძევება: ინსუა (68. გრანადა)

მალაგა-ესპანიოლი 0:2
გოლები: 0:1 გონსალესი (41), 0:2 გარსია (93)

1. რეალი - 57 ქულა; 2. ბარსელონა - 53; 3. ატლეტიკო - 50; 4. სევილია - 45; 5. ვალენსია - 41.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული