კრიშტიანო რონალდოს უჩვეულო სტატისტიკა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგის ზედიზედ 3 შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა. ბოლოს ასეთი რამ 2011 წლის თებერვალში დაფიქსირდა.

უსიამოვნო სტატისტიკა პორტუგალიელისთვის 24 იანვარს "კორდობასთან" გასვლით მატჩში დაიწყო. ამის შემდეგ იყო ასევე გასვლითი მატჩი  მადრიდის "ატლეტიკოსთან", რომელშიც "რეალი" ანგარიშით 0:4 დამარცხდა. მესამე უგოლო მატჩი რონალდომ 14 თებერვალს "ბერნაბეუზე" "დეპორტივოს" წინააღმდეგ ჩაატარა."რეალმა" ეს თამაში ანგარიშით 2:0 მოიგო.

მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის კრიშტიანო რონალდო ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. მას 20 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი და მეორე ადგილზე მყოფ
ლიონელ მესის
5 ბურთით უსწრებს.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXIII ტური: "რეალმა" "დეპორტივო" დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული