სანტი კასორლა მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლაზე თანახმაა

AutoSharing Option
ესპანური რადიოს, "კადენა კოპეს" ინფორმაციით, სანტი კასორლა თანახმაა, ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდეს.

ლონდონის "არსენალის" წარმომადგენლების განცხადებით, ისინი კასორლას ტრანსფერზე "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სავარაუდოდ, ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ სანტი კასორლა "არსენალში" 2012 წელს "მალაგადან" 16.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მომზადებულია OFF THE POST-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული