ჩვენ კი განსაკუთრებით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მესის საგოლე პასი მის მე-300 შეხვედრაში 106-ე გახლდათ და ამით იგი ლა ლიგის ბოლო 25 წლის საუკეთესო მეპასე გახდა. მან გადაასწრო პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს (105).
მესისგან რეკორდები და საოცრებები არ გვიკვირს და ერთიც გავიხსენოთ, ამ ჰეთ-თრიქის მერე ლეოს, 2008 წლის ივნისიდან მოყოლებული, "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 348 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური