"ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა
ივან რაკიტიჩმა ლიონელ მესისა და
ნეიმარზე ისაუბრა. რაკიტიჩმა ხოტბა შეასხა მესის და მისი საფეხბურთო ტალანტით აღფრთოვანება არ დამალა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ნეიმარს შეუძლია მიაღწიოს იმ სიმაღლეებს, რომელზეც არგენტინელი იმყოფება.
"მესი საუკეთესოა. ვინც მის თამაშს უყურებს, ყველას შეუძლია ამის დანახვა.
შესაძლოა, უახლოეს მომავალში "ოქროს ბურთი" სხვამ მოიგოს, მაგრამ მესი აბსოლუტურად უნიკალურია. მისი მსგავსი არასდროს აღარავინ იქნება.
ნეიმარი? მას აქვს ის, რითიც შეუძლია, მესის სიმაღლეებს მიაღწიოს. ის ჯერაც ძალიან ახალგაზრ
დაა, თუმცა ჩვენთვის უკვე უაღრესად მნიშვნელოვანი. მომავალში ნეიმარი მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი გახდება", - უთხრა რაკიტიჩმა Cadena SER-ს.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით