ლუის ენრიკე: კაზინოში მესისა და პიკეს გატარებული ღამით არ ვინტერესდები

AutoSharing Option
შაბათს, 21 თებერვალს "ბარსელონა" "მალაგასთან" შინ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ამ მარცხით კატალონიელებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეს და მადრიდის "რეალს" 3 ქულით წინ წაწევის საშუალება მისცეს. იმავე ღამით კი "ბარსელონას" ფეხბურთელები - ლიონელ მესი და ჟერარდ პიკე, ყოფილ თანაგუნდელ სესკ ფაბრეგასთან ერთად, ბარსელონას ერთ-ერთ კაზინოში დააფიქსირეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა:

"ყურადღება მხოლოდ ფეხბურთისკენ მაქვს მიპყრობილი, ჭორებით არ ვინტერესდები. ყველაფერი, რაზეც კომენტარს ვაკეთებ, გაანალიზებული მაქვს.

"ბარსელონას" გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ბოროტი განზრახვით გავრცელებულ ინფორმაციას არცკი
განვიხილავ".

ამ ფაქტზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა ჟერარდ პიკე:

"ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა. ჩვენი მეგობარი სესკ ფაბრეგასი ლონდონიდან ჩამოვიდა და კარგი დრო გავატარეთ".

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული