ლა ლიგა. XXV ტურის წინ: "რეალი" თუ "ვილიარეალი"

AutoSharing Option
ლა ლიგის ლიდერი "რეალი" "ყვითელ წყალქვეშა ნავს" მასპინძლობს. ბუნებრივია, "სამეფო კლუბის" დაპირისპირება მე-6-ადგილოსან "ვილიარეალთან" ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენაა.

მანჩესტერიდან ტრიუმფით დაბრუნებული "ბარსელონა" კი შინაურ ასპარეზზე "მალაგასთან" მარცხით შერყეული რენომეს აღდგენას აუტსაიდერ "გრანადასთან" შეეცდება.

"ატლეტიკოს" მძიმე დღეები და მძიმე მატჩები აქვს - დიდ ინტერესს იწვევს "ლოს კოლჩონეროსის" ვიზიტი "სანჩეს პისხუანზე".

დავუჯეროთ დელ ბოსკეს?
მართალია, "ლა როხას" თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე გაიძახის, რომ ვერ ხედავს ლა ლიგის მოგების აშკარა ფავორიტს, მაგრამ გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ ასეთი "რეალია". კარლო ანჩელოტის გუნდის 4-ქულიანი უპირატესობა "ბარსელონასთან"
"სულ არაფერი" არ არის.

"რეალი" ვალენსიის მხარის ძალზე ყოჩაღ გუნდს, "ვილიარეალს" მასპინძლობს, რომელიც 44 ქულით ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის, თუმცა არც ჩემპიონთა ლიგის საგზურზე აქვს ბოლომდე ხელი ჩაქნეული.

კვირის მატჩის წინ "რეალის" ვარჯიშზე რაფაელ ვარანი გამოჩნდა. მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, ხოლო უელსელმა გარეთ ბეილმა - მხოლოდ ინდივიდუალურად. კრიშტიანო რონალდო ტრენაჟორების დარბაზიდან არ გასულა, თუმცა მას ტრავმა არ აწუხებს, ბეილისგან განსხვავებით.

კვლავ გამორიცხულია მოდრიჩის, ხედირას, რამოსის და როდრიგესის თამაში. მთავარ გუნდთან ერთად, "კასტილიას" სამი ფეხბურთელი ემზადება, რომელთაგან ერთი ალვარო მედრანია.

დანაკარგი "ვილიარეალსაც" აქვს. პლუს ამ დანაკარგებს, არ უნდა ველოდოთ არც დენის ჩერიშევს, რუსი "რეალის" საკუთრებაა და მისი თამაში სასტარტოში თითქმის გამორიცხულია. სამაგიეროდ, იქნება "არსენალიდან" ნათხოვარი კოსტარიკელი ხოელ კემპბელი.

რთული გასვლა
მადრიდის "ატლეტიკომ" გერმანიაში "ლევერკუზენთან" 0:1 წააგო ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი და თან ნახევარმცველი საულ ნიგესი დაკარგა. "სევილიასთან" დაპირისპირებაში დიეგო სიმეონეს არც ლიდერი კოკე ეყოლება. დისკვალიფიკაციის გამო ვერც ბრაზილიელი მცველი გილერმე სიკეირა ითამაშებს.

"სევილია" კი ძალზე პრინციპული მეტოქეა "ატლეტიკოსთვის", თანაც ანდალუსიურ გუნდს ქულები ჰაერივით ესაჭიროება, თორემ მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში "ღამურებს" უკვე 5 ქულით ჩამორჩა.

უნაი ემერის გუნდის საკადრო პრობლემები კიდევ უფრო მძიმეა, თუმცა "სევილია" უკვე კარგა ხანია, ამ დღეშია.

სუარესის აღმაფრენა
ლუის სუარესი მეცხრე ცაზეა. ჩემპიონთა ლიგაზე მან დაამტკიცა, როგორი საჭირო ფიგურაა "ბარსელონასთვის". მას ვერც მორიგი "კბენა" დაუმტკიცდა, დემიკელისთან ეპიზოდში მსგავსი არაფერი ჩანს ვიდეოზე.

სუარესიც აცხადებს, რომ ის ინგლისურ მედიას სძულს და მის ქმედებებს განგებ აბუქებს.

"ბარსა" "გრანადას" სტუმრობს და აშკარა ფავორიტია. ლუის ენრიკეს ტრავმის გამო მხოლოდ ვერმალენი აკლია და ალბათ, დუგლასიც, ხოლო ჟერარდ პიკე დისკვალიფიცირებულია.

აუტსაიდერ "გრანადას" კი ერთბაშად 4 ფეხბურთელი ჰყავს დისკვალიფიცირებული. მოკლედ, გაჭირვებულ ანდალუსიელებს ქვა აღმართში დაეწია.

ლა ლიგა. XXV ტური
პარასკევი. 27 თებერვალი
ესპანიოლი-კორდობა 23:45
დისკვალიფიკაცია: ლოპესი - ეკენგი
ტრავმა: - ბუსონი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (5-4)

შაბათი. 28 თებერვალი
გრანადა-ბარსელონა 19:00
დისკვალიფიკაცია: კარლოსი, ინსუა, ელ-არაბი, კოლუნგა - პიკე
ტრავმა: პერესი (?), მარე, პიტი,მურილიო, როჩინა (?) - ვერმალენი, პერეირა (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +1=0-6, (5-20)

ვალეკანო-ლევანტე 21:00
დისკვალიფიკაცია: - რამისი
ტრავმა: ტონიო - ლოპესი (?), ელ-ჟარი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +5=4-8, (20-19)

ალმერია-დეპორტივო 23:00
დისკვალიფიკაცია: - ლოპო
ტრავმა: რუბენი - სალომაო, პოშტიგა, ტოჩე
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +7=3-3, (16-10)

მალაგა-ხეტაფე 01:00
დისკვალიფიკაცია: - ლასენი
ტრავმა: გერა (?), ხუანპი (?), კამაჩო (?), სანჩესი (?), ჩენი - დიავარა, ლაფიტა, ლაგო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +10=3-8, (29-28)

კვირა. 1-ლი მარტი
ვალენსია-სოსიედადი 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გომეში (?), ალკასერი (?) - კასტრო (?), მარტინესი, რული (?), ველა, ელუსტონდო (?), ზურუტუზა, გონსალესი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +15=12-10, (58-46)

ეიბარი-ბილბაო 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მინერო - იტურასპე, ბუსტინზა
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +2=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=3-0, (1-1)

სევილია-ატლეტიკო 22:00
დისკვალიფიკაცია: - სიკეირა
ტრავმა: მბია, ბეტო, კრისტოფორო, ასპასი, ანდუხარი, პარეხა (?) - კოკე, საული
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +14=13-13, (53-56)

რეალი-ვილიარეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრიგესი, ვარანი (?), ხედირა, მოდრიჩი, ბეილი (?), კარვახალი (?), რამოსი - მარინი, იოკიჩი, სორიანო
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +19=8-2, (65-26)

ორშაბათი. 2 მარტი
სელტა-ელჩე 23:45
დისკვალიფიკაცია: გომესი - როკო
ტრავმა: მალიო (?), ოუბინია, პლანასი (?) - ანხელი (?), პელეგრინი (?), მოსკერა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +5=5-5, (19-18)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან


ბომბარდირები:
29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კარლოს ბაკა (სევილია); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული