ლა ლიგა. XXV ტური: პოკერი 14 წუთში, ყველაზე სწრაფი ბებეტოს მერე [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ალბერტო ბუენო

28 თებერვალს ესპანური პრიმერა დივიზიონის 4 შეხვედრა გაიმართა.

"ბარსელონა" "გრანადას" ესტუმრა და აუტსაიდერს 3:1 სძლია. ანგარიში ივან რაკიტიჩმა გახსნა, მას მერე, რაც ლუის სუარესის დარტყმა მცველმა მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყისში რაკიტიჩმა სუარესს გაატანინა.

52-ე წუთზე "ბარსელონას" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ფრან რიკომ გაიტანა, მაგრამ მალევე ლეო მესიმ მესამე გოლი გაიტანა ანდალუსიელთა კარში, თუმცა ლუის სუარესის პასის მომენტში, არგენტინელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, რაც მსაჯმა ვერ შენიშნა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "იმის გათვალისწინებით, თუ როგორ პირობებში გვიწევდა ბრძოლა, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩემპიონთა ლიგამ ბევრი ენერგია
წაგვართვა.

ასე რომ, დროა, ამ სამი ქულით გავიხაროთ. წინა ტურში წავაგეთ, ამიტომაც მოგება აუცილებელი იყო ლიდერთან ჩამორჩენა, რომ არ გაზრდილიყო. სუარესი მხოლოდ ახლა არ თამაშობს კარგად, რაც გადმოვიდა ასეა, ის მხოლოდ გოლების გატანით არ გვეხმარება. მოედანზე შეუფასებელ სამუშაოს ახორციელებს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რაიო ვალეკანომ" 4:2 დაამარცხა "ლევანტე". ამ თამაშში მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი - შემტევმა ნახევარმცველმა ალბერტო ბუენომ 14 წუთზე ოდნავ მეტში პოკერი შეასრულა ვალენსიელთა კარში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერია ბებეტოს პოკერის (1995 წ) შემდეგ. მაშინ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა 6 წუთში (!) 4 გოლი გაუტანა "ალბასეტეს".

ტურამდე ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერის თანხის ბოლომდე არ გადახდის გამო "ალმერიას" ფიფამ 3 ქულა ჩამოაკლო. ეს გადაწყვეტილება კლუბმა სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივრა. ასე რომ, ჯერ მისთვის ქულები არ დაუკლიათ.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა "ალმერიას" ფეხბურთელებზე და გუნდმა "დეპორტივოსთან" შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრა - 0:0.

გრანადა-ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (25), 0:2 ლ. სუარესი (48), 1:2 ფ. რიკო (52-პენ), 1:3 მესი (70)

ვალეკანო-ლევანტე 4:2
გოლები: 0:1 ვ. კასადესუსი (13), 1:1 ბუენო (24), 2:1 ბუენო (32), 3:1 ბუენო (33), 4:1 ბუენო (38), 4:2 უჩე (85)

ალმერია-დეპორტივო 0:0
გაძევება: ტიევი (55. ალმერია), მასედო (93. ალმერია)

მალაგა-ხეტაფე 3:2
გოლები: 1:0 ხუანმი (10), 1:1 ვასკესი (55), 2:1 დარდერი (57), 3:1 ორტა (68), 3:2 ვასკესი (76)

1. რეალი - 60 ქულა; 2. ბარსელონა - 59; 3. ატლეტიკო - 53; 4. ვალენსია - 50; 5. სევილია - 45.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული