როგორი იქნებოდა ლა ლიგის ცხრილი რონალდოსა და მესის გოლების გარეშე

AutoSharing Option
ლა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს გატანილი გოლების გარეშე "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დომინირება ასეთი იქნებოდა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მესის 27 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო რონალდოს - 30.

საინტერესოა, რომ ამ ორი ფეხბურთელის გოლების გარეშეც "რეალი" და "ბარსელონა" ცხრილის სათავეში იქნებოდნენ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ "ბარსელონა" დაიკავებდა პირველ ადგილს და არა "რეალი".

აღსანიშნავია, რომ რონალდოსა და მესის გოლების გარეშე ლა ლიგის ყველაზე გამტანი გუნდი მადრიდის "ატლეტიკო" იქნებოდა.

ხოლო ცხრილში ადგილებს გაცვლიდნენ "ვილიარეალი"/ "სევილია", "ეიბარი"/ "სოსიედადი" და
"ელჩე"/ ალმერია".

რაც შეეხება რეალურ მდგომარეობას, ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს მადრიდის "რეალი" ლიდერობს და "ბარსელონას" 2 ქულით უსწრებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
CR7..CR7 CRISTIANO SUPER SUPER
eduard
11:09 05-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული