თურქ ფეხბურთელს ხშირად ადარებენ "ლიონის" ყოფილ ნახევარმცველს, ჟუნინიო პერნამბუკანოს, რადგან ჯარიმების შესრულების დიდი ოსტატია. ჩალჰანოგლუმ შუა კვირას, გერმანიის თასის მეოთხედფინალში სწორედ საჯარიმოთი გაუტანა გოლი "კაიზერსლაუტერნს".
ამ სეზონში ნახევარმცველმა 23 მატჩში ითამაშა და ხუთი გოლითა და ორი შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"