"ბარსელონამ" "რეალს" გაუსწრო, ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს დაეწია

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "რაიო ვალეკანო" მიიღო და ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ბარსელონელთა რიგებიდან ჰეთ თრიქი ლიონელ მესიმ შეასრულა, ლუის სუარესმა დუბლი, ხოლო ერთი ბურთი საკუთარ ანგარიშზე ჟერარდ პიკემ ჩაიწერა. სტუმართა მხრიდან ალბერტო ბუენო გამოირჩა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამ გამარჯვებით "ბარსელონამ" სატურნირო ცხრილში პირველი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ 7 მარტს მადრიდის "რეალი" სტუმრად ბილბაოს "ატლეტიკთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

"ბარსელონამ" "რეალს" გაუსწრო, ხოლო ლიონელ მესი ლა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით კრიშტიანო რონალდოს დაეწია. ორივე ვარსკვლავს 30-30 გოლი აქვთ
გატანილი.

სატურნირო ცხრილი ამ დროისთვის: 1. ბარსელონა - 62; 2. რეალი - 61; 3. ატლეტიკო - 54.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული