კლაას-იან ჰუნტელაარი: ჩემი გატანილი გოლები "რეალის" კარში შურისძიება არ ყოფილა

AutoSharing Option
გელზერკირხენის "შალკეს" ფორვარდმა კლაას-იან ჰუნტელაარმა 10 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში თავის ყოფილ გუნდთან, მადრიდის "რეალთან" დუბლი შეასრულა. ჰუნტელაარმა გუშინდელ შეხვედრასა და მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.

"ჩემ მიერ "რეალის" კარში გატანილი ორი გოლი არანაირად არ წარმოადგენდა შურისძიებას.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ყოველი ჩატარებული მატჩისგან სიამოვნებას ვიღებდი, ეს სტადიონი საუკეთესოა მსოფლიოში. ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, თამაში მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ.

არის თუ არა ახლანდელი "რეალი" შარშანდელზე სუსტი? ერთი თამაშით ამის განსაზღვრა არ იქნებოდა სწორი. მადრიდელებს ძალიან მაღალი დონის გუნდი ჰყავთ და ვფიქრობ,
ჩემპიონთა ლიგის მოგება მათ ისევ შეუძლიათ, თუმცა ეს იოლი არ იქნება", - უთხრა "შალკეს" ფორვარდმა goal.com-ს.

ასევე იხილეთ:
რეალი-შალკე 3:4 - სასწაულთან ახლოს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული