ლა ლიგა. XXVII ტური: "ბარსა" "კლასიკოს" პირველი ხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
* "ვალენსიამ" "მესტალიაზე" ამ სეზონში მე-12 გამარჯვება იზეიმა.

* ნეიმარმა საკლუბო დონეზე მე-300 მატჩი ითამაშა, ჩავიმ "ბარსელონას" მაისური 750-ედ მოირგო.

* "ეიბარმა" ზედიზედ მერვე შეხვედრა წააგო.

* ლიონელ მესიმ პრიმერაში გოლების რაოდენობა 275-მდე აიყვანა. ეს ტოპ-4 ლიგაში მეცხრე შედეგია.

"ბარსელონა" 22 მარტის კლასიკოს ლიდერის რანგში ხვდება. კატალონიურმა გრანდმა ბასკურ იპურუაში "ეიბარი" 2:0 დაამარცხა.

"რეალი" კი კლასიკოზე მდევარი იქნება. ლა ლიგაში შეიცვალა მესამეადგილოსანი - "ვალენსია" უკვე "ატლეტიკოზე" წინ არის. ლეო მესიმ კი 275 გოლით ტოპ-4 ლიგაში ყველა დროის ბომბარდირებში მეცხრე ადგილზე
გადაინაცვლა.

"მესტალია" - ღამურების ბასტიონი
ნუნუ ესპირიტუ სანტუ "დეპორტივოს" ყოფილი გოლკიპერია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია "ღამურების" მწვრთნელისთვის, რომ "ვალენსიას" ამ სეზონში მე-12 (!) საშინაო გამარჯვება სწორედ მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში ეზეიმა.

თუმცა თავიდან "ვალენსია" ნაკლებად ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც რეალურად იბრძვის მესამე ადგილისთვის. მე-60 წუთიდან ყველაფერი შეიცვალა, ხუანფრანი დაჯარიმდა და "დეპორტივოს" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად კაპიტანმა დანი პარეხომ აქცია.

72-ე წუთზე კი მოედანზე წამების წინათ გამოსულმა პაკო ალკასერმა, ალჟირელი სოფიან ფეგულის პასით, საბოლოო წერტილი დასვა - 2:0. აღსანიშნავია ალვარო ნეგრედოს ოფსაიდის გამო ანულირებული გოლიც. "მარკამ" მატჩში საუკეთესოდ პენალტის მომპოვებელი არგენტინელი პაბლო პიატი დაასახელა, რომელმაც მეორე გოლის ეპიზოდშიც იაქტიურა (6,5 ბალი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მესამე უკვე "ვალენსიაა"
ესპანეთის ჩემპიონი ბარსელონაში ჩავიდა. "ესპანიოლთან" პირველი ტაიმის მიწურულს დაკარგა მცველი მირანდა (საჰაერო დუელში იდაყვის მოქნევისთვის გააძევეს) და ვერ მოიგო - 0:0. შესაბამისად, "ატლეტიკომ" დაკარგა მესამე ადგილიც და ის "ვალენსიას" გადაულოცა. დიეგო სიმეონეს გუნდმა ვერაფერი გააწყო "ესპანიოლთან" 10 კაცით.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაშიც სჯობდნენ მეტოქეს, ბრწყინვალედ იმოქმედა "ესპანიოლის" კარის დარაჯმა კიკო კასილიამ. ერთ ეპიზოდში კი ანტუან გრიზმანის გოლი გაუქმდა, რადგან მანამდე წამით ადრე მსაჯმა შემტევი გუნდი დააჯარიმა. საუკეთესო - კასილია (8 ბალი).

პირველად ლა ლიგაში
"ბარსელონას" დაცვის და შუა ხაზებს ექსპერიმენტული ეთქმოდა - არ იყვნენ დანი ალვეში (დისკვალიფიკაცია), ბუსკეტსი (ტრავმა), მასკერანო, მატიო, ინიესტა, ჩავი (სათადარიგოები)... "ეიბარმა", რომელსაც "ბარსა" პირველად სტუმრობდა, ნახევარი საათი გაძლო, მერე კი ლეო მესის დარტყმულს ხელით გადაეღობა ბორხა ეკიზა და ბასკთა კარში პენალტი დაინიშნა. ლეომ შანსი ხელიდან არ გაუშვა.

55-ე წუთზე კი მოხდა ის, რაც ესპანეთის ჩემპიონატში აქამდე არასოდეს გვინახავს - კუთხურიდან მოწოდებული მესიმ "ეიბარის" კარში თავურით გადაგზავნა. თავით ტანჩია არგენტინელს გოლები იშვიათად გააქვს ხოლმე, თუმცა პირდაპირ კუთხურის მოწოდების შემდეგ, პირველი შემთხვევაა. მესიმ დუბლით გოლების რიცხვი 32-მდე აიყვანა, "ეიბარმა" კი ზედიზედ მერვე მარცხი იგემა. საუკეთესო - მესი (8 ბალი).

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. "ბარსელონა" ნელა თამაშობდა? უთხარით ეს "ეიბარის" ფეხბურთელებს. ჩვენ კარგი ფეხბურთით მივაღწიეთ შედეგს. ახლა ლიდერები ვართ და ყველაფერი კარგადაა. შემდეგ ტურში ძალიან მაღალი კლასის "რეალთან" გვაქვს ბრძოლა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუენო აღარ ხუმრობს
"რაიო ვალეკანომ" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და დაამარცხა "გრანადა", რომელთანაც თავიდან აგებდა. არ ჩერდება ალბერტო ბუენო, რომელმაც ჯერ პოკერი შემოგვთავაზა, შემდეგ "ბარსასთანაც" შეძლო გატანა. ახლა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და "რაიო ვალეკანოს" ისტორიაში საუკეთესო მეგოლე ბოლოს დაეწია. II წრეში ალბერტო ბუენოზე მეტი გოლი ჩემპიონატში მხოლოდ ლეო მესის აქვს გატანილი. "ელვებმა" კი საბოლოოდ 3:1 იმარჯვეს. სუკეთესო - ბუენო (9 ბალი).

"ბილბაოს" აღმაფრენა გრძელდება
ბილბაოს "ატლეტიკის" აღმაფრენა გრძელდება - თასის ფინალისტი ვიგოს ეწვია. მე-17 წუთზე იკერ მუნიაინის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად არიც ადურისმა აქცია. 32-ე წუთზე მიკელ სან ხოსემ დამატებაზე იყოჩაღა. 64-ე წუთზე ხოაკინ ლარივეიმ ახლო მანძილიდან თავურით ერთი გოლი გაქვითა. 85-ე წუთზე "ბილბაო" გოლის ავტორმა სან ხოსემ დააღალატა, როცა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ბასკებმა გაძლეს - 1:2. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

უგოლოდ
ანდალუსიაში "ვილიარეალმა" ორი ქულა დაკარგა "ალმერიასთან" მატჩში. გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები საკმაოდ ჰქონდათ. განსაკუთრებით სცოდავდა "ალმერიას" ებრაელი ფორვარდი ტომერ ჰემედი, რომელმაც ერთხელ ცარიელ კარს გადააცილა ბურთი. გუნდებმა თამაში10-10 კაცით დაასრულეს: პირველ ტაიმში მასპინძელი მაურო დოს სანტოსი გააძევეს, მეორეში - სტუმარი ხაუმე კოსტა. საუკეთესო - მიჩელ მასედო (ალმერია, 7 ბალი).

ბეილის დუბლით
მადრიდის "რეალმა" უპრობლემოდ აჯობა "ლევანტეს". გარეთ ბეილმა უკვე პირველ ტაიმში შეასრულა დუბლი. ასე რომ, "კლასიკოზე" გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იქნება და ბევრ რამეს სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირის სხვა მატჩებში - ახალგაზრდულმა "მალაგამ" აუტსაიდერი "კორდობა" უპრობლემოდ დაამარცხა - 2:0, არ გასჭირვებია არც "სევილიას" "ელჩეს" დამარცხება - 3:0. დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა კარლოს ბაკამ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVII ტური
13 მარტი
ვალენსია-დეპორტივო 2:0
გოლები: 1:0 პარეხო (61-პენ), 2:0 პ. ალკასერი (72)
ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, ვეზუ, ოტამენდი, გაია - პარეხო, ე. პერესი, ანდრე გომეში - როდრიგო (67. ფეგული), ნეგრედო (71. პ. ალკასერი), პიატი (84. დე პაული)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ბორხესი, ბერგანტინიოსი - ხ. როდრიგესი (73. კუენკა), ლ. პერესი (82. ხ. დომინგესი), კავალეირო - რიერა (54. ფარინია)
გაფრთხილება: როდრიგო - კავალეირო, ლუიზინიო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 16-5 (8-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 47 155

14 მარტი
ესპანიოლი-ატლეტიკო 0:0
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - ლ. ვასკესი, აბრაამი (46. კანიასი), ხ. ლოპესი, ვ. სანჩესი (79. სევილია) - კაისედო (63. სტუანი), ს. გარსია
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, გამესი - რაულ გარსია, გაბი (66. არდა თურანი), ტიაგო, კოკე - ფ. ტორესი (45. ხ. ხიმენესი), გრიზმანი (82. რ. ხიმენესი)
გაფრთხილება: გონსალესი, სანჩესი, ლოპესი - გაბი, ტიაგო, გარსია
გაძევება: მირანდა (45)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 33-18; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 7-14 (1-6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 22 538

ეიბარი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 მესი (31-პენ), 0:2 მესი (54)
ეიბარი (5-3-2): ხაიმე - ბოვედა, ეკიზა, რ. ნავასი, ლილიო, დიდაკ ვილა (77. დ. ბოატენგი) - ერასტი (58. კაპა), ბორხა ფერნანდესი, ლარა - საულ ბერხონი, დელ მორალი (69. პიოვაკარი)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - მონტოია, პიკე, ბარტრა, ადრიანო - ს. რობერტო, რაკიტიჩი (62. ჩავი), რაფინია - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (70. პედრო)
გაფრთხილება: ეკიზა -
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 14-3; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-12 (2-4); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 5 439

ვალეკანო-გრანადა 3:1
გოლები: 0:1 კორდობა (8), 1:1 ბუენო (65), 2:1 ბუენო (76), 3:1 ემბარბა (94)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ქუინი (63. ემბარბა), ზე კაშტრო, ამაია, ნაჩო - ბაენა, ტრაშორასი - ლიკა (63. მანუჩო), ბუენო, კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო (80. ინსუა)
გრანადა (4-2-3-1): ოიერი - ნიომი, ბაბენი, მურილიო, ინსუა - რ. პერესი, ფ. რიკო - როჩინა (79. რიკი), ხ. მარკესი (73. იბანიესი), პიტი - კორდობა (89. ელ-არაბი)
გაფრთხილება: ბაენა, ამაია, ბუენო - პერესი, ინსუა
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-11 (8-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 10 952

სელტა-ბილბაო 1:2
გოლები: 0:1 ადურისი (17-პენ), 0:2 სან ხოსე (32), 1:2 ლარივეი (64)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო (96. ბონგონდა), კაბრალი (91. პ. ერნანდესი), ფონტასი, ხონი - ა. ფერნანდესი, ა. ლოპესი (59. მინა), კრონ-დელი - ორელიანა, ლარივეი, ნოლიტო
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (87. სუსაეტა), მუნიაინი, ი. გომესი (64. იტურასპე) - ადურისი (55. ჟ. ფერნანდესი)
გაფრთხილება: ფერნანდესი, კრონ-დელი, ორელიანა - ბენიატი, სან ხოსე, სუსაეტა
გაძევება: სან ხოსე (85)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-12 (5-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 18 656

15 მარტი
ალმერია-ვილიარეალი 0:0
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მასედო, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი (83. კასადო) - ვერსა, თომასი - ვ. სილვა, კორონა (68. ე. მენდესი), ტიევი (46. ველესი) - ჰემედი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - რუკავინა, ბაილი, დორადო, ხ. კოსტა - კემპბელი (66. მარიო), პინა, მარკოსი, მ. გომესი (63. ჩერიშევი) - ჯოვანი დოს სანტოსი (61. ვიეტო), ხ. მორენო
გაფრთხილება: მ. დოს სანტოსი, კორონა, ველესი, ვერსა - რუკავინა, დორადო, კოსტა, მორენო, პინა
გაძევება: მ. დოს სანტოსი (40), კოსტა (55)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10-18 (2-7); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 9 646

მალაგა-კორდობა 2:0
გოლები: 1:0 ხუანმი (48), 2:0 ამრაბატი (83)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა - ნაჩო კამაჩო, დარდერი - სამუელი (82. რესიო), ორტა, კასტილიეხო (60. ლუის ალბერტო) - ხუანმი (73. ამრაბატი)
კორდობა (4-4-2): საისარი - ლუსო (72. კამპაბადალი), პანტიჩი, კრესპო, ვიკო (67. ფ. როსი) - ეკენგი (46. ანდონე), სუკულინი, კრჰინი, ბორხა გარსია - ბებე, ღილასი
გაფრთხილება: - ანდონე, ბებე
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 19-4 (6-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 20 200

სევილია-ელჩე 3:0
გოლები: 1:0 ბაკა (18-პენ), 2:0 ბაკა (31), 3:0 გამეირო (81)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, პარეხა, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრიხოვიაკი, იბორა (78. მბია) - დენის სუარესი, ბანეგა, რეიესი (65. ა. ვიდალი) - ბაკა (73. გამეირო)
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დამიან სუარესი, როკო, ლომბანი, სისმა - ანხელი, პაშალიჩი (66. კ. ერერა) - კორომინასი (60. გ. როდრიგესი), ფაირი, ვ. როდრიგესი (85. ა. ხიმენესი) - ჟონათასი
გაფრთხილება: კრიხოვიაკი, ბანეგა - კორომინასი, ანხელი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 12-14 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 26 500

რეალი-ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 ბეილი (18), 2:0 ბეილი (40)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (78. ილიარამენდი), ლ. სილვა, ისკო (69. ხესე) - ბეილი, ბენზემა (82. ხ. ერნანდესი), რონალდო
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, დ. ნავარო, რამისი, ტონიო - ჩუმეტრა (59. ელ ჟარი), კამარასა, სიმაო, მორალესი (59. რუბენ გარსია) - უჩე (75. ვ. კასადესუსი), ბარალი
გაფრთხილება: მოდრიჩი, რამოსი -
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 22-8 (6-0); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 64 500

16 მარტი
ხეტაფე-სოსიედადი 23:45

ბომბარდირები: 32 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - კარლოს ბაკა (სევილია); 15 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
20 მარტი:
ელჩე-ვალენსია

21 მარტი:
ატლეტიკო-ხეტაფე, რაიო ვალეკანო-მალაგა, ლევანტე-სელტა, ბილბაო-ალმერია, გრანადა-ეიბარი

22 მარტი:
დეპორტივო-ესპანიოლი, ვილიარეალი-სევილია, რეალ სოსიედადი-კორდობა, ბარსელონა-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული