ამისთვის "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებს ისეთი მეთოდები ასწავლა, როგორიცაა მეტოქის ბლოკირება და ზონის განთავისუფლება დარტყმისთვის, - იუწყება "მარკა".
ამის ყველაზე ნათელი მაგალითი კი "ეიბართან" ლიონელ მესის მეორე გოლი გახლავთ.
მცველები მარკ ბარტრა და ჟერარდ პიკე ორი მეტოქის ბლოკირებას აკეთებენ, მათ საჯარიმოში შექმნილი მდგომარეობის შეფასების საშუალებას არ აძლევენ და შემდეგ კართან ახლოს იწევიან და მეტოქე ფეხბურთელებიც მიჰყვებიან. ამ მოძრაობის მიზანი კი საჯარიმოს ცენტრში
"ფეხბურთში ბლოკირება ისე არ გამოიყენება, როგორც კალათბურთში, რადგან სხვა შემთხვევაში, წესების დარღვევის რისკი მატულობს. ეს მოძრაობა უფრო იმისთვის არის, რომ მეტოქე იმ ადგილას გამოიყოლო, რომელშიც გჭირდება. ეს საკალათბურთო მოძრაობები საფეხბურთო სპეციფიკის გათვალისწინებით იქნა გამოყენებული", - თქვა ყოფილმა კალათბურთელმა ტონინ ლორენტემ, რომელიც ლუის ენრიკეს მეგობარია.
თუმცა ლორენტემ ასევე დაამატა, რომ ამ თემაზე "ბარსელონას" თავკაცთან არ უსაუბრია.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ტაქტიკას "ბარსელონა" დაცვაშიც იყენებს და წარმატებითაც, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს - "ბლაუგრანა" ესპანეთის ჩემპიონატში 25 ოქტომბრის შემდეგ სტანდარტულებიდან გოლს არ უშვებს.