ესპანეთი. ლა ლიგა. XXVIII ტურის წინ: კვირას, როცა შუაღამე დადგება...

AutoSharing Option
ვალენსიის მხარის დერბიში მესამეადგილოსანი "ღამურები" "ელჩეს" სტუმრობენ; "ვილიარეალი" და "სევილია" ერთმანეთისთვის განუყრელ წყვილად გადაიქცნენ; ჩემპიონს მცირე დერბი აქვს და სხვა, თუმცა, გვაპატიეთ, კვირას "ელ კლასიკოა"...

VS-ები
ლა ლიგის რიგით 84-ე გათამაშების დასრულებამდე 11 ტური რჩება. სწორედ ფინიშამდე 11 ტურით ადრე გაიმართება სეზონის ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება - "ელ კლასიკო". ჩემპიონატის ლიდერი "ბარსელონა" მის მდევარ მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

ევროპის მასშტაბით ყველაზე მასშტაბური საკლუბო დაპირისპირების ისტორიულ პერიპეტიებს რომ თავი გავანებოთ, ეს მატჩი სატურნირო თვალსაზრისითაც ყველაზე
დამაინტრიგებელია. მოიგებს "ბარსელონა" და 4-ქულიან ჰანდიკაპს მიიღებს, იმარჯვებს "რეალი" და ჩემპიონატში ლიდერი შეიცვლება; ფრის შემთხვევაში, სტატუს-კვო და დაძაბულობა შენარჩუნდება.

რამდენი სერიოზული დაპირისპირება გველის! ლუის ენრიკე კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ; ყბადაღებული დუელი - ლეო მესი VS კრიშტიანო რონალდო; "ბარსას" სუპერშემტევი ტრიო MSN (მესი, სუარესი, ნეიმარი) "რეალის" საქვეყნოდ ცნობილი BBC-ის (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო) წინააღმდეგ; ივან რაკიტიჩი თანამემამულე ლუკა მოდრიჩის წინააღმდეგ; კატალონიელთა დამსახურებული ვეტერანები ჩავი და ინიესტა ახალგაზრდა ისკოს და კროოსის წინააღმდეგ; რომელი მცველი იყოჩაღებს შეტევებში - ჟერარდ პიკე თუ სერხიო რამოსი; "ბარსას" ახალი ხილი კლაუდიო ბრავო უფრო დამაჯერებელი იქნება კარში თუ "რეალის" ლეგენდა იკერ კასილიასი, რომელსაც კრიტიკოსები მოუმრავლდა.

მოკლედ, მთელი საფეხბურთო ევროპა კვირას, საქართველოს დროით ზუსტად შუაღამეს დაელოდება, რათა დიდი ჯახი იხილოს მსოფლიოს ორი ყველაზე პოპულარული და სავარაუდოდ, ძლიერი კლუბის შესრულებით.

რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ინტერესს ინდივიდუალურ დაპირისპირებებში მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დუელს გამოვარჩევთ.

I წრის "კლასიკოს" პირდაპირ ეთერში მსოფლიოში 500 მილიონამდე ადამიანმა უყურა. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება კვირას.

ჰეთ-თრიკი 400-მდე
"ბარსელონა" ამ შეხვედრას უკეთეს ფორმაში ხვდება. 2015 წელს ლა ლიგაში "ბარსამ" 27 ქულა (11 თამაშში) მოიპოვა, "რეალმა" კი ხუთით ნაკლები. ანჩელოტის გუნდზე უკეთესი მაჩვენებელი "ვალენსიას" (26 ქულა) აქვს.

მესის და რონალდოს სტატისტიკური შედარებისას, არგენტინელს მცირე უპირატესობა აქვს პორტუგალიელზე.

ამ სეზონში (ყველა ოფიციალურ საკლუბო შეჯიბრებაში) ლეოს ანგარიშზე 43 გოლი და 16 საგოლე პასია, რონალდოს მონაცემები კი ასეთია: 39 გოლი და 13 საგოლე პასი.

კლასიკოების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეც მესია - რომელმაც 21 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა "რეალის" წინააღმდეგ თამაშებში რონალდოს ანგარიშზე "მხოლოდ" 14 გოლი და ერთი საგოლე პასია.

თუკი მესი ჰეთ-თრიკს შეასრულებს, ის "ბარსელონაში" ოფიციალური გოლების რიცხვს 400-ს გაუტოლებს.

Sportall.Ge

ლა ლიგა. XXVIII ტური
პარასკევი. 20 მარტი
ელჩე-ვალენსია 0:4
გოლები: 0:1 ანდრე გომესი (44), 0:2 ფრანცისკო ალკასერი (57), 0:3 ენცო როკო (71 ავტ.), 0:4 ნიკოლას ოტამენდი (90)

შაბათი. 21 მარტი
ატლეტიკო-ხეტაფე 19:00
დისკვალიფიკაცია: მირანდა - როდრიგესი
ტრავმა: ნიგესი, მოია, სუარესი (?), მანჯუკიჩი (?) - ლაფიტა, ვალერა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +14=7-4, (42-17)

ვალეკანო-მალაგა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტონიო - კამაჩო (?), ალბერტო (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8=2-7, (29-30)

ლევანტე-სელტა 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კამარასა, ჟასონი (?) - პლანასი, ფერნანდესი (?), ოუბინია
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=4-4, (10-14)

ბილბაო-ალმერია 01:00
დისკვალიფიკაცია: სან ხოსე - მაურო
ტრავმა: ვიგერა, ადურისი, ბუსტინსა, ირაოლა (?), ერერინი - დუბარბიერი, ტიევი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +6=3-2, (23-11)

გრანადა-ეიბარი 01:00
დისკვალიფიკაცია: ეკიზა (ეიბ)
ტრავმა: ინსუა (?), მარე - ანხელი, მინერო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (1-1)

კვირა. 22 მარტი
დეპორტივო-ესპანიოლი 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პოშტიგა - ლუკასი (?), გონსალესი (?), გარსია (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +16=10-15, (46-41)

ვილიარეალი-სევილია 20:00
დისკვალიფიკაცია: კოსტა - კრიხოვიაკი
ტრავმა: მუსაჩიო (?), რუისი (?), მარინი, სორიანო - კრისტოფორო, ბეტო, კარიშო (?), ვიტოლო (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +7=8-15, (32-45)

სოსიედადი-კორდობა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერჩიჩე (?) - ბუსონი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=4-3, (10-13)

ბარსელონა. კამპ ნოუ
ბარსელონა-რეალი 00:00
დისკვალიფიკაცი: არავინ.
ტრავმა: ვერმალენი, მონტოია (?),ბუსკეტსი (?) - როდრიგესი.

სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა: ბრავო, პიკე, მატიო, დანი ალვეში, ალბა, მასკერანო, ჩავი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი.
რეალი: კასილიასი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი, კროოსი, ისკო, მოდრიჩი, ბენზემა, რონალდო, ბეილი.

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები:
32 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - კარლოს ბაკა (სევილია); 15 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული