ბარსელონა-რეალი 2:1- სუარესმა პირველი კლასიკო მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 მარტს, ესპანეთის ჩემპიონატის ტურისა და მთლიანად პირველობის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონამ" 2:1 დაამარცხა მადრიდის "რეალი" და 4 ქულით დაშორდა უშუალო კონკურენტს.

თითქოს მოსალოდნელიც იყო, რომ "ბარსელონა" ამ კლასიკოს მოიგებდა, რადგან "რეალი" ბოლო დროს არც ისე კარგ ფორმაშია.

"ბარსამ" მართლაც მოიგო და 28-ე ტურის შემდეგ მადრიდულ გრანდს 4 ქულით უსწრებს, რაც, შესაძლოა, ბევრი არ არის, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მატჩის მოგებით ლუის ენრიკეს შეგირდებმა ჩემპიონობისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"ნოუ კამპზე" შეკრებილი 98 760 მაყურებლის თვალწინ კატალონიური გრანდი
ჟერემი მატიომ დააწინაურა, თუმცა კრიშტიანო რონალდომ მალევე აღადგინა წონასწორობა, რის შემდეგაც, მე-40 წუთზე, იყო მომენტი, რომელზეც "რეალისა" და "ბარსას" ფანები დიდხანს იკამათებენ - ქარიმ ბენზემამ ბურთი რონალდოსკენ გაგზავნა, რომელმაც ბურთს ბეილისკენ მიმართულება თავით შეუცვალა, ამ უკანასკნელმა კი ბრავოს კარი დალაშქრა, მაგრამ მსაჯმა რონალდოზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. იყო თუ არა პორტუგალიელი თამაშგარეში, როცა მას ბენზემამ უპასა, ძალიან რთული სათქმელია, რბილად რომ ვთქვათ - საკამათოა.

მეორე ტაიმში "ბარსელონა" უკეთ ათამაშდა და დაწინაურდა კიდეც ლუის სუარესის გოლით - აქვე ვთქვათ, რომ იკერ კასილიასი ამ მომენტში ცუდად გამოიყურებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი მეტ გოლს იმსახურებდა, რადგან მომენტები მრავლად შეიქმნა. პირველ ტაიმში შესანიშნავი იყო "ბარსას" მეკარე ბრავო და სწორედ ჩილელის დამსახურებაა, კატალონიელებმა ტაიმი რომ არ წააგეს.

ვერ ვიტყვით, რომ "ბარსელონას" გამარჯვება დაუმსახურებელია, რადგან ლუის ენრიკეს ბიჭებმა მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ის საკამათო ეპიზოდი პირველი ტაიმიდან, როცა "რეალს" გოლი არ ჩაუთვალეს. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მადრიდელები რომ დაწინაურებულიყვნენ.

აქვე ვთქვათ, რომ მე-80 წუთზე მოედანზე გამოჩნდა ჩავი, რომელიც ამ მატჩის შემდეგ, ჩატარებული შეხვედრების რაოდენობის მიხედვით, "კლასიკოს" ყველა დროის ერთ-ერთი რეკორდსმენია ფრანსისკო ხენტოსთან და მანოლო სანჩისთან ერთად - ჩავის 42 "ელ კლასიკოში" აქვს მონაწილეობა მიღებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ "რეალისა" და "ბარსას" ბოლო 24 დაპირისპირებიდან პირველად მოხდა ისე, რომ "რეალის" შემადგენლობაში უფრო მეტმა ესპანელმა ითამაშა (4), ვიდრე "ბარსელონას" რიგებში (3).

ბარსელონა-რეალი 2:1
გოლები: 1:0 მატიო (19), 1:1 რონალდო (31), 2:1 სუარესი (56)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი (76. ბუსკეტსი), მასკერანო, ინიესტა (80. ჩავი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (85. რაფინია)
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე (73. ვარანი), ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (88. ლ. სილვა), კროოსი, ისკო (80. ხესე) - ბეილი, ბენზემა, რონალდო
გაფრთხილება: სუარესი, ალბა, მასკერანო, ინიესტა, ალვეში - პეპე, რონალდო, რამოსი, კარვახალი, მოდრიჩი, ისკო
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-13 (5-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 98 760

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXVIII ტური: "ბარსამ" "რეალი" დაჭრა და წინ გაიჭრა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
გულშემატკივარო, სრულ ჭკუაზე ხარ? ვის ჰგონია ჩივაქძე, გუცაევი და ა.შ საქართველიოს ნაკრების ფეხბურთელები>? ვინ გაუგზავნა სვ ფეხბურთის ფედერაციუას? ნორმალური ხარ?
aleko kakauridze
15:21 23-03-2015
0
დაწე4რე, ვინ ხარ და რა გინდა? შენნაირებს მხოლოდ ეერღი შეუძლიათ - სხვისი უბედურებით გაიხარონ
gulSematkivars
15:22 23-03-2015
0

სიახლეები პოპულარული