ახალი შეთანხმების მიხედვით, 44 წლის სპეციალისტი "ათლეტებში" 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება. იგი პოსტზე 2011 წელს მივიდა და მას მერე, ბევრისთვის მოულოდნელად, კლუბს სამი ტიტული მოაგებინა - ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და ევროპალიგა.
პლუს, "ჩოლომ" "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც ბოლო წამებამდე იგებდა "რეალთან", მაგრამ "სამეფო გუნდმა" გათანაბრება შეძლო და მერე დამატებით დროში იმარჯვა. ლა ლიგა სიმეონემ გუნდს წინა სეზონში
ეს "ათლეტების" პირველი ჩემპიონობა იყო 1996 წლის მერე. მაშინ "ჩოლო" "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახლდათ.
მიუხედავად დიეგო კოშტას და ფილიპე ლუიშის წასვლისა, "ატლეტიკო" ისევ კონკურენტუნარიანია და თან სიმეონეს თუ ვენდობით, გუნდი კიდევ მოუმატებს და გაიზრდება. ეს სეზონი კი, შესაძლოა, გარდამავალი გამოდგეს.
სანამ ანტუან გრიზმანი, მარიო მანჯუკიჩი და სხვა ახალწვეულები ბოლომდე ჩაეწერებიან გუნდის სათამაშო სქემაში, ლა ლიგაში "ჩოლოს" ჩემპიონობის შანსი ნაკლებად აქვს, "ათლეტები" უკვე საგრძნობლად ჩამორჩნენ "რეალსა" და "ბარსელონას". კატალონიელებთან დამარცხდნენ ესპანეთის თასზე, აი, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალში არიან, სადაც მათი მეტოქე "რეალია" და მადრიდულ დერბიში წინა სეზონის მარცხისთვის შურისძიების შანსი აქვთ.
"მე აქ იმიტომ ვარ, რომ მჯერა, გუნდი ზრდას გააგრძელებს და შეგვიძლია კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა სიმეონემ.
"ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო: "არავის არ ესმის და არავინ არ იზიარებს ჩვენი გუნდის ფასეულობებს ისე, როგორც დიეგო".
"კოპა დელ რეი, ლა ლიგა, ევროპალიგა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი... და ეს ყველაფერი უმწირესი ბიუჯეტითა და რესურსით. საუკეთესო მწვრთნელი დღევანდელ ფეხბურთში?" - აი, ასე შეაფასა და ასეთი კითხვა დასხვა ცნობილმა საფეხბურთო მიმომხილველმა ენდი უესტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"