კრიშტიანო რონალდო შესაძლოა, "ბარსელონას" კარში გატანილი გოლის აღნიშვნის გამო დასაჯონ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო შესაძლოა დაისაჯოს, რისი მიზეზიც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურში, "ბარსელონასთან" მატჩში გოლის აღნიშვნისას ნაჩვენები მისი ჟესტია.

პორტუგალიელმა პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ჟესტით კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს დადუმებისკენ მოუწოდა.

ესპანეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აღნიშნავს, რომ რონალდო ჯარიმასა და დისკვალიფიკაციას იმსახურებს, რადგან მის ქმედებას შეეძლო ტრიბუნებზე არეულობა გამოეწვია.

"ბარსელონას" ქომაგისთვის ნაჩვენები ჟესტი ერთადერთი "ცოდვა" არაა, რომელიც კრიშტიანომ ბოლო "ელ კლასიკოში" დაიდო. ამ ფაქტის გარდა, რონალდოს დისკვალიფიკაცია, სავარაუდოდ, არბიტრის მისამართით ნაჩვენები უხამსი ჟესტისთვისაც ემუქრება.

ასევე იხილეთ:

"ბარსელონა"-"რეალი". გამოხმაურება: კლასიკოდან დანახული ტიტული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორაა ხალხი ამ კაცზე გაბოროტებული :D სხვამ რომ გააკეთოს იგივე რამ ხმას არავინ ამოიღებს და იმენა ამაზე ატყდებიან ხოლმე ::)
dddd
11:15 26-03-2015
0
ევროპამ სულ გაუბერა...
status quo
10:03 26-03-2015
0

სიახლეები პოპულარული