პორტუგალიელმა პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ჟესტით კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს დადუმებისკენ მოუწოდა.
ესპანეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აღნიშნავს, რომ რონალდო ჯარიმასა და დისკვალიფიკაციას იმსახურებს, რადგან მის ქმედებას შეეძლო ტრიბუნებზე არეულობა გამოეწვია.
"ბარსელონას" ქომაგისთვის ნაჩვენები ჟესტი ერთადერთი "ცოდვა" არაა, რომელიც კრიშტიანომ ბოლო "ელ კლასიკოში" დაიდო. ამ ფაქტის გარდა, რონალდოს დისკვალიფიკაცია, სავარაუდოდ, არბიტრის მისამართით ნაჩვენები უხამსი ჟესტისთვისაც ემუქრება.
"ბარსელონა"-"რეალი". გამოხმაურება: კლასიკოდან დანახული ტიტული [VIDEO]