ესპანური პრესის ცნობით, ჩავიმ ყატარულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ვადის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. "ალ-სადში" 35 წლის ესპანელის წლიური ხელფასი 10 მლნ ევრო იქნება.
ყატარში თამაშის პარალელურად, ჩავი სამწვრთნელო ლიცენზიის აღებასაც იმედოვნებს. ამასთან, ჩავი ყატარის ფეხბურთის აკადემიაში კონსულტანტადაც იმუშავებს.