რა ელის ჩავის ყატარში: წელიწადში 10 მილიონი, ნაკრების გაწვრთნის პერსპექტივით

AutoSharing Option
ბოლო ცნობებით, ყატარულმა კლუბმა "ალ-სადმა" უარყო წინა დღეებში გახმაურებული ტრანსფერი, თითქოს, ჩავი ერნანდესი "ბარსელონადან" ამ კლუბში გადავიდა.

კლუბის ოფიციალურ საიტზე დაიწერა, რომ ხელმძღვანელობა ჯერაც ელის ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ტრანსფერის თაობაზე. თავად 35 წლის ჩავის ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ცნობილი გახდა ჩავის ტრანსფერის შესახებ "ალ-სადში", რომელიც ზაფხულში უნდა განხორციელდეს. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტო, სადაც ესპანელი ფეხბურთელი "ალ-სადის" სპორტულ დირექტორ მუჰამედ გულიამთან ერთად პოზირებს. ჩავის სავარაუდო ხელშეკრულება 3-წლიანია და ის წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 2012-14 წლებში ამ
გუნდში "რეალის" ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო თამაშობდა.

ჩავი დოჰაში იმყოფებოდა და "ალ-სადის" ინფრასტრუქტურას გაეცნო. ამ წლების განმავლობაში ესპანელი ნახევარმცველი სამწვრთნელო ლიცენზიასაც მიიღებს, ხოლო 2022 წლის მუნდიალზე, რომელიც ყატარში გაიმართება, ის ყატარის ნაკრებს უხელმძღვანელებს - ეს ყველაფერი "დიარიო AS"-ის ინფორმაციაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული