25 მარტს მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ "კამპ ნოუზე" ბომბს დადებდა, თუმცა შემდეგ მუქარა წაშალა.
მიუხედავად ამისა, ქალაქ მოლინა-დე-სეგურას მცხოვრები მაინც დააკავეს. რა ელის ხულიგანს, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის ფინალური მატჩი "კამპ ნოუზე" 30 მაისს გაიმართება. შეხვედრაში ერთმანეთს "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან.