ლა ლიგა. XXIX ტური: რონალდოს პენტა თრიკი [VIDEO]

AutoSharing Option
* ალბერტო ბუენომ (რაიო ვალეკანო) ბოლო 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

* "სევილიას" "სანჩეს პისხუანზე" 31 მატჩია, არ წაუგია.

* 47 წელიწადია, "რეალს" ლა ლიგაში 9 გოლი არ გაუტანია.

* კრიშტიანო რონალდომ კარიერაში პირველად გაიტანა ერთ თამაშში ხუთი გოლი.

* "ალმერიამ" ამ სეზონში მეორე მწვრთნელი დაითხოვა - ხუან იგნასიო მარტინესი.

კრიშტიანო რონალდო დღეიდან ხუთვარსკვლავიანი ფორვარდია - მან კარიერაში პირველად შეძლო ერთ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა. "რეალმა" კი თითქმის ნახევარი საუკუნის მერე პირველად გაიტანა 9 გოლი.

"ელვებმა" "მეთოფეები" განაიარაღეს
სეზონი "ესტადიო მუნისიპალ
დე იპურუაზე" განახლდა, სადაც ბასკმა "მეთოფეებმა" კვლავ წარუმატებლად ითამაშეს, "ელვების" ორ თავურს მხოლოდ ერთი პენალტი დაუპირისპირეს და 1:2 დამარცხდნენ.

სამივე გოლი პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთში გავიდა. ჯერ კრისტიან ალვარესმა საჯარიმოში ფედერიკო პიოვაკარი მოცელა და მიკელ არუაბარენას პენალტი ვერ მოიგერია; მერე გოლები "რაიომ" გაიტანა: ტიტომ ძალიან ოსტატურად ჩააწოდა და ალბერტო ბუენომ სეზონში მე-16 გოლი გაიტანა. შემტევი ნახევარმცველისთვის დიდებული მაჩვენებელია! ტაიმის ბოლოსკენ იოსაბედ სანჩესის კუთხურს სტუმართა გუნდში ყველაზე აქტიურის, ანგოლელი მანუჩოს გოლი მოჰყვა.

"ეიბარი" 11 ტურია, ვერ იგებს და საშიში დინამიკით უახლოვდება გასავარდნ ზონას. "მარკას" რჩეულები: კრისტიან ალვარესი, აბდულაე ბა და მანუჩო (სამივე - "რაიო ვალეკანო") - 7-7 ბალი.

ციხესიმაგრე "სანჩეს პისხუანი"
"სევილიამ" ამ ტურამდე დიდებულ ფორმაში მყოფ "ბილბაოს" (ზედიზედ 5 მოგება) საქმე პირველ 20 წუთში მოუმთავრა - ჯერ ტრემულინას შორეული პასით ალეიქს ვიდალმა ისარგებლა, რომელმაც ბურთი წინ თავით გაიგდო და მეკარისგან მიტოვებულ კარში გაიტანა. შემდეგ კი თავი კოლუმბიელმა კარლოს ბაკამ გამოიჩინა - ამ ჩემპიონატში მე-17-ედ - 2:0.

"ბილბაო" აქტიურობდა, თუმცა ამისგან ხეირი არ ჰქონია. "სევილია" ბოლოს საკუთარ "სანჩეს პისხუანზე" 2014 წლის თებერვალში დამარცხდა ("ბარსელონასთან"), მას მერე კი "პისხუანი" უნაი ემერის გუნდის მეტოქეთათვის აუღებელი ციხესიმაგრეა. "მარკას" რჩეულები: ევერ ბანეგა და კარლოს ბაკა (ორივე - "სევილია") - 8-8 ბალი.

ჩემპიონის სტუმრობა
ჩემპიონი ჩემპიონატის აუტსაიდერს ეწვია და 2:0 იმარჯვა. უკვე მე-5 წუთზე ანტუან გრიზმანმა სუკულინის შეცდომით ისარგებლა და "კორდობას" კარი დალაშქრა. 39-ე ტურზე "ატლეტიკომ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სტანდარტული მდგომარეობების გამოყენებით ევროპაში საუკეთესოა - ამჯერად, აუტმა "კორდობას" კარში გოლი მოიტანა, თავურით საულ ნიგესმა გაიტანა.

მეორე ტაიმში ანდალუსიელებმა გვანახეს, რომ მთლად წყალწაღებული გუნდი არ ჰყავთ. ისინი, განსაკუთრებით, სტანდარტულებიდან იყვნენ სახიფათონი, მაგრამ კარგად ითამაშა იან ობლაკმა და "ატლეტიკოს" დაცვამ. "მარკას" რჩეულები: იან ობლაკი და საულ ნიგესი (ორივე - "ატლეტიკო") - 7-7 ბალი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბარალი ისტორიაში შევიდა
"ალმერია" ფიფას გადაწყვეტილებამ ფსიქოლოგიურად გატეხა და როცა ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა (ალბათ, ასეც იქნება და მას 3 ქულა დააკლდება), ანდალუსიური კლუბი გავარდნის უპირველესი კანდიდატი გახდება. "ალმერიამ" შინ ვერაფერი დააკლო "ლევანტეს" - 1:4. 31 წლის დავიდ ბარალმა ბენეფისი მოიწყო - ჰეთ თრიკი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ბარალი "ლევანტეს" ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც სეზონში ორი ჰეთ თრიკი შეასრულა. ვალენსიურმა კლუბმა შინ ძალზე საჭირო სამი ქულა წაიღო. ბარალი "მარკამ" 8 ბალით გამოარჩია.

ზავი ანდალუსიაში
"მალაგამ" შინ ვერ შეძლო "რეალ სოსიედადის" დამარცხება, არადა, პირველ ტაიმში სჯობდა კიდევაც მეტოქეს. მასპინძელთა გოლი რესიოს ანგარიშზე, სტუმრების რუბენ პარდოსი - 1P:1. ორივე ფეხბურთელმა ამ სეზონში პირველად გამოიჩინა თავი. დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადი" ჯერ კიდევ შორს არის ევროზონიდან, თუმცა არაფრით ნებდება. "მარკამ" ეს ტრიო გამოარჩია: ნორდინ ამრაბატი, სამუელ კასტილიეხო (ორივე - "მალაგა") და რუბენ პარდო (რეალ სოსიედადი) - 7-7 ბალი.

პენტა თრიკი
რა შეიძლება ითქვას მატჩზე, რომელიც 9:1 სრულდება? "სამეფო კლუბმა" მოსრა ანდალუსიური "გრანადა" და ამ სეზონში ყველაზე დიდი ანგარიში დააფიქსირა. კრიშტიანო რონალდომ კარიერაში პირველად გაიტანა ხუთი გოლი (პენტა თრიკი) ერთ თამაშში. 30 წლის ფორვარდი ლა ლიგის ბომბარდირთა დავას 36 გოლით ისევ სათავეში ჩაუდგა.

აქამდე "რეალის" მაისურით პორტუგალიელს სამჯერ ჰქონდა შესრულებული პოკერი. რონალდომ "სამეფო კლუბის" მაისურით უკვე 300 გოლი გაიტანა. "რეალის" შემტევი ტრიოს, BBC-ის (ბეილი, ბენზემა, რონალდო) ანგარიშზე ჯამში 8 გოლია "გრანადასთან" მატჩში (ერთი ავტოგოლი იყო). სხვათა შორის, ჰეთ თრიკი რონალდომ სულ რაღაც 8 წუთში შეასრულა (30-ედან 38-ე წუთამდე).

ზუსტად 47 წელიწადია, "რეალს" ლა ლიგაში 9 გოლი არ გაუტანია. ჰეთ თრიკების რაოდენობით ლა ლიგაში კრიშტიანო ლეო მესის გაუთანაბრდა (24). პორტუგალიელი "მარკას" მატჩის რჩეულია - 8,5 ბალი.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "გუნდი ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყო და ეს მოედანზეც დაამტკიცა. კარგ ტემპში ვითამაშეთ და ბევრი გოლი გავიტანეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, თუმცა სჯობდა, 1:0 მოგვეგო და ენერგია ნაკლებად დაგვეხარჯა. ხამეს როდრიგესმა ძალიან კარგად ითამაშა. ასეთი თამაშის მერე ძნელია, თქვა, რომ მას ორი თვეა, ფეხბურთი არ უთამაშია. რონალდომ ეს გუნდი უკეთესი გახადა, მან პირველად გაიტანა ხუთი გოლი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატიოს თავურით
"მესტალიაზე" ვალენსიის მხარის დერბიში "ვალენსიას" ძალიან გაუჭირდა "ვილიარეალთან" თამაშში - 0:0. მადრიდში "ხეტაფემ" 2:1 მოუგო "დეპორტივოს".

დღის ბოლო მატჩში კი ლუის ენრიკეს "ბარსელონა" ვიგოს "სელტას" ეწვია. ლიონელ მესიმ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში. "ბარსამ" ჟერემი მატიოს თავურით მოიგო და "რეალთან" 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. XXIX ტური
3 აპრილი
ეიბარი-ვალეკანო 1:2
გოლები: 1:0 არუაბარენა (35-პენ), 1:1 ბუენო (40), 1:2 მანუჩო (42)
ეიბარი (4-2-3-1): ხაიმე - ბოვედა, ანიბარო, რ. ნავასი, დიდაკ ვილა - ერასტი (65. ლარა), დ. გარსია - კაპა (65. დელ მორალი), არუაბარენა (77. ლეკიჩი), საულ ბერხონი - პიოვაკარი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ტიტო, ზე კაშტრო (82. მორსილიო), ბა, ე. ინსუა (38. ნაჩო) - ბაენა (61. ფატაუ), იოსაბედი - ემბარბა, ბუენო, კაკუტა - მანუჩო
გაფრთხილება: პიოვაკარი, ანიბარო, ვილა, ნავასი - ალვარესი, მანუჩო, ტიტო
გაძევება: ნავასი (95)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-13 (4-8); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 5 000

4 აპრილი
სევილია-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 ა. ვიდალი (3), 2:0 ბაკა (21)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, პარეხა, კარიშო, ტრემულინა - ბანეგა, კრიხოვიაკი - ა. ვიდალი, იბორა (82. ფ. ნავარო), ვიტოლო (75. დ. სუარესი) - ბაკა (66. გამეირო)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - ბენიატი, სან ხოსე - უილიამსი, მ. რიკო (77. უ. ლოპესი), მუნიაინი (43. ირაოლა) - ადურისი (60. გილერმო)
გაფრთხილება: პარეხა, ვიტოლო, ბანეგა - ლაპორტი, გილერმო, ბენიატი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 9-14 (5-2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 27 752

კორდობა-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (5), 0:2 საულ ნიგესი (39)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - გუნინო, კრჰინი, კრესპო, ედიმარი - აბელი, სუკულინი (46. ფედე კარტაბია) - ბებე, ბორხა გარსია, ფიდელი (64. ელდონი) - ანდონე (46. ღილასი)
ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, გამესი - გაბი, ტიაგო (46. მ. სუარესი) - საულ ნიგესი, გრიზმანი (70. არდა თურანი), კოკე - მანჯუკიჩი (62. ფ. ტორესი)
გაფრთხილება: ანდონე, გუნინო - ხუანფრანი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-8 (2-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 17 659

ალმერია-ლევანტე 1:4
გოლები: 0:1 ბარალი (17), 0:2 ვ. კასადესუსი (32), 0:3 ბარალი (53), 1:3 ჰემედი (70), 1:4 ბარალი (75)
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - ხ. ნავარო (52. ე. მენდესი), მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა (28. ფ. სორიანო), აზეეზი - ვ. სილვა, კორონა, ტიევი (76. ჟონათანი) - ჰემედი
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო - ი. ლოპესი, ვინტრა, ხუანფრანი, ტონიო - ხოსე მარი (62. მ. სისოკო), სიმაო - მორალესი (71. რუბენ გარსია), ვ. კასადესუსი, ივანშიტცი - ბარალი (86. უჩე)
გაფრთხილება: დოს სანტოსი, ვერსა, დუბარბიერი, სილვა, მენდესი - ტონიო, ხუანფრანი
გაძევება: დუბარბიერი (58)
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-15 (3-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 9 500

მალაგა-სოსიედადი 1:1
გოლები: 1:0 რესიო (55), 1:1 პარდო (83)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ს. სანჩესი, ველიგტონი, ბოკა - რესიო, დარდერი - სამუელი (62. ორტა), ხუანმი (74. დუდა), კასტილიეხო - ამრაბატი (90. გერა)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული -ზალდუა, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ბერგარა, გრანერო (66. პარდო) - ჩაბი პრიეტო, კანალესი (66. ერვიასი), გ. კასტრო (77. ფინბოგასონი) - აგირეჩე
გაფრთხილება: სანჩესი, კასტილიეხო, ბოკა, ველიგტონი - ბერგარა, მარტინესი, პრიეტო, პარდო
კუთხური: 12-3; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 13-9 (6-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 20 499

5 აპრილი
რეალი-გრანადა 9:1
გოლები: 1:0 ბეილი (25), 2:0 რონალდო (30), 3:0 რონალდო (36), 4:0 რონალდო (38), 5:0 ბენზემა (52), 6:0 რონალდო (54), 7:0 ბენზემა (56), 7:1 იბანიესი (73), 8:1 მაინსი (82 ს. კ.), 9:1 რონალდო (89)
რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი (57. ილიარამენდი), ხ. როდრიგესი (61. ხესე) - ბეილი, ბენზემა (61. ხ. ერნანდესი), რონალდო
გრანადა (4-2-3-1): ოიერი - ფულკიე, ბაბენი (61. მურილიო), მაინსი, ხუან კარლოსი - იტურა, ფ. რიკო (57. ედი) - იბანიესი, როჩინა (53. პიტი), კანდეიაში - ელ-არაბი
გაფრთხილება: არბელოა - პიტი, მურილიო
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 6-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 29-11 (11-6); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 71 863

ვალენსია-ვილიარეალი 0:0
ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია (67. ორბანი) - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში - ფეგული (65. როდრიგო), პ. ალკასერი (78. ნეგრედო), პიატი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, ბაილი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (73. ფელიპე), ტრიგეროსი, პინა, კემპბელი (64. რუკავინა) - ვიეტო, ხ. მორენო (61. ჯოვანი დოს სანტოსი)
გაფრთხილება: პარეხო, ოტამენდი - მარიო, ვიეტო, ჯოვანი დოს სანტოსი, ბაილი, ფელიპე
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-5 (3-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 49 545

ხეტაფე-დეპორტივო 2:1
გოლები: 1:0 ალექსისი (18), 2:0 ესკუდერო (34), 2:1 ტოჩე (79)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი (84. ნალდო), ალექსისი, ველასკესი, ესკუდერო - ლასენი, ხ. როდრიგესი - პედრო ლეონი (62. ინესტროსა), სარაბია (91. ფელიპი), დ. კასტრო - ა. ვასკესი
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ლაურე, პ. ინსუა, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ბორხესი - ხუანფრანი (46. კუენკა), ფარინია (46. კავალეირო (65. ტოჩე), ლ. პერესი - რიერა
გაფრთხილება: კასტრო - კავალეირო, სიდნეი, პერესი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 11-9 (4-2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 7 200

სელტა-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 მატიო (73)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - პ. ერნანდესი (83. მინა), ა. ფერნანდესი, კრონ-დელი (67. რადოია) - ორელიანა, ლარივეი (71. შარლესი), ნოლიტო
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მატიო, ადრიანო - რაფინია (58. ჩავი), ბუსკეტსი, ინიესტა (75. პედრო) - მესი, სუარესი (86. რაკიტიჩი), ნეიმარი
გაფრთხილება: კრონ-დელი, ნოლიტო - სუარესი, ბუსკეტსი
გაძევება: ორელიანა (88)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 26-12; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 7-12 (1-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 23 731

6 აპრილი
ესპანიოლი-ელჩე 22:00

შენიშვნა: ფიფას რეკომენდაციით, "ალმერიას" 3 ქულა უნდა დააკლდეს, რომელიც ჯერ ცხრილში არ ასახულა.

ბომბარდირები: 36 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 32 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა), კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 15 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
7 აპრილი:
ატლეტიკო-რეალ სოსიედადი

8 აპრილი:
ლევანტე-სევილია, ეიბარი-მალაგა, დეპორტივო-კორდობა, ბარსელონა-ალმერია, გრანადა-სელტა, რაიო ვალეკანო-რეალი

9 აპრილი:
ბილბაო-ვალენსია, ელჩე-ხეტაფე, ვილიარეალი-ესპანიოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რ ვიდეოს დებთ? რონალდოს 1 გოლი აკლია :D
11X11
15:48 06-04-2015
0
რა მნიშვნელობა აქვს რეალი რა ანგარიშით მოიგებს მთავარია ბარსამ მოიგოს და ჩემპიონობა მისია!!!
გენო
17:42 06-04-2015
0

სიახლეები პოპულარული