ლა ლიგა. XXXI ტურის წინ: დრამა "სანჩეს პისხუანზე"

AutoSharing Option
ლა ლიგა შესვენების გარეშე - ხუთშაბათს ერთი ტური მორჩა და შაბათს მეორე იწყება.

რონალდო გაამართლეს
კრიშტიანო რონალდომ მცირე მადრიდულ დერბიში, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ "რეალის" მაისურით მე-300 გოლი გაიტანა, თუმცა იმავე თამაშში კრიშტიანო მეტოქესთან ორთაბრძოლაში საჯარიმოში წაიქცა და პენალტის ნაცვლად, მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო.

რამდენად იყო სიმულაცია პორტუგალიის მხრიდან, სხვა თემაა. საინტერესო ისაა, რომ ეს რონალდოს მე-5 ყვითელი ბარათი იყო სეზონში. შესაბამისად, მან ავტომატურად მიიღო 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და წესით, "ეიბართან" შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა (როგორც კროოსსა და როდრიგესს). თუმცა მადრიდის "რეალმა" სარჩელი
შეიტანა - კრიშტიანომ არ ისიმულიანტა და გაფრთხილებას არ იმსახურებდაო.

თავის მხრივ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა "სამეფო კლუბის" პეტიცია მოთამაშის ყვითელი ბარათის ანულირების თაობაზე.

კარლო ანჩელოტის საკადრო პრობლემებს კიდევ ერთი დაემატა "ეიბართან" მატჩის წინ - გარეთ ბეილს კუნთი აქვს დაჭიმული. მართალია, უელსელის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ "ეიბართან" მისი თამაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა. პეპემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და მან შეიძლება ითამაშოს "ეიბართან".

"რაიო ვალეკანოსთან" თამაშის ბოლოს ლუკა მოდრიჩი მოედანს აშკარად ტკივილის გრიმასით ტოვებდა და ხელს მარცხენა ფეხზე იკიდებდა, თუმცა "რეალის" ბანაკში ირწმუნებიან, რომ ხორვატი უბრალოდ დაიღალა და ტრავმა არა აქვს.

"სამეფო კლუბი" ლა ლიგის ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ბასკურ "ეიბარს" და ცხადია, აშკარა ფავორიტია, მაგრამ ზემოთჩამოთვლილი პრობლემები საკმაოდ სერიოზულია.

"ბარსელონადან" "ბარსელონამდე"?
"ბარსელონა" საჩემპიონო ფინიშზე პირველ სერიოზულ წინააღმდეგობას უნდა გადააწყდეს - ლუის ენრიკეს გუნდი "სანჩეს პისხუანზე" ჩადის, სადაც უნაი ემერის "სევილიას" მარცხი წელიწადზე მეტია, არ უგემია.

მოკლედ, ლა ლიგის სხვა კლუბები და პირველ რიგში, "რეალი" ოცნებობენ, რომ ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსა" ქულებს დაკარგავს და ამ ოცნების რეალური საფუძველი აქვთ.

"ბარსელონას" ბანაკში დასასრულს მიუახლოვდა საგა დანი ალვეშზე - გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს ბრაზილიელი მარჯვენა მცველი აუცილებლად დატოვებს კლუბს.

ლუის ენრიკეს ტრავმირებული ჟორდი ალბა გამოუჯანმრთელდა და ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა ექიმებს ჯერ არ დაუდიათ საბოლოო დასკვნა - ითამაშებს, თუ არა მარცხენა მცველი "სევილიასთან" მალე გაირკვევა.

შინ დაუმარცხებელი "სევილია" ვახსენეთ და გავიხსენოთ ბოლოს როდის დამარცხდა ანდალუსიური გუნდი "სანჩეს პისხუანზე" - ლა ლიგაში ბოლოს "სევილიამ" 2014 წლის თებერვალში წააგო "ბარსასთან" - 1:4. ამის შემდეგ "სევილია" ევროპალიგაზეც (2014 წლის მარტში) დამარცხდა თანაქალაქელ "ბეტისთან".

გოდინით თუ მის გარეშე
ქვეყნის ჩემპიონი მადრიდის "ატლეტიკო" სტუმრად ახალგაზრდულ "მალაგას" ხვდება. გუნდს უბრუნდება ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი, რომელმაც ვარჯიში განაახლა.

ახლა დიეგო სიმეონეს გადასაწყვეტია, ათამაშებს თუ არა ურუგვაელ მცველს "მალაგას" წინააღმდეგ. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც არგენტინელი არ გარისკავს და თავის მოწინავე ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის შეინახავს. სამშაბათს "ატლეტიკოს" მადრიდის "რეალთან" პირველი მეოთხედფინალური ბრძოლა ელის.

მარიო მანჯუკიჩს არ განუახლებია ვარჯიში, ხორვატი ალბათ "მალაგასთან" დაპირისპირებასაც გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტარტო თერთმეტეულში ფერნანდო ტორესს ადგილი გარანტირებული აქვს. არადა, "ელ ნინიომ" წინა ტურში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

დერბები
სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ ანდალუსიურ დერბის "გრანადასა" და "ალმერიას" შორის. ეს ნამდვილად 6-ქულიანი დაპირისპირებაა.

კიდევ უფრო საინტერესო დერბი გველის ვალენსიაში, სადაც მესამე ადგილისთვის მებრძოლი "ვალენსია" "ლევანტეს" მასპინძლობს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXI ტური
შაბათი. 11 აპრილი
რეალი-ეიბარი 18:00
დისკვალიფიკაცია: რონალდო, კროოსი, როდრიგესი, არბელოა (რეალ)
ტრავმა: პეპე, კოენტრაო, მედრანი, ბეილი (?) - ანხელი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (4-0)

მალაგა-ატლეტიკო 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩენი, კამაჩო, ალბერტო, რესკალდანი, - მოია, გარსია, გოდინი, მანჯუკიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +6=5-12, (25-37)

სევილია-ბარსელონა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეტო, კრისტოფორო, მარიანო - ალბა, ვერმალენი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +10=9-25, (46-87)

ალმერია-გრანადა 00:00
დისკვალიფიკაცია: მურილიო (გრან)
ტრავმა: მასედო, ველესი, ვერსა - კოლუნგა, ედი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=2-0, (6-1)

სელტა-ვალეკანო 00:00
დისკვალიფიკაცია: ერნანდესი, რადოია (სელტ)
ტრავმა: ოუბინია, მადინდა, ფერნანდესი - ალვარესი, ლეო, ბაენა, ზე კაშტრო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +5=7-13, (19-33)

კვირა. 12 აპრილი
ხეტაფე-ვილიარეალი 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვალერა, იოდა, ლაფიტა - მარინი, სორიანო, ჩერიშევი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +5=3-15, (24-35)

ესპანიოლი-ბილბაო 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სევილია - მუნიაინი, ვიგერა, ერერინი, აურტენეჩე
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +18=15-12, (68-56)

სოსიედადი-დეპორტივო 21:00
დისკვალიფიკაცია: ლუიზინიო (დეპ)
ტრავმა: დე ლა ბელია, ველა - ბორხა, სალომაო, კავალეირო, პოშტიგა, ვილკი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +9=10-14, (32-40)

კორდობა-ელჩე 23:00
დისკვალიფიკაცია: მოსკერა
ტრავმა: ვიკო, დეივიდი, ბუსონი - ნიგესი (?), გონსალესი (?), პელეგრინი, სისმა (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +11=7-8, (30-27)

ორშაბათი. 13 აპრილი
ვალენსია-ლევანტე 22:30
დისკვალიფიკაცია: ოტამენდი (ვალ)
ტრავმა: პერესი, გაია, პიატი - კამარასა, ლოპესი, დიოპი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8=5-4, (28-15)

ბომბარდირები:
37 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა), კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სან მამესი რაღა შუაშია ამიხსენით ხალხნო???
ავთო
15:10 12-04-2015
0

სიახლეები პოპულარული