ლუის სუარესი: კიელინი და ივანოვიჩიც არიან იმაში დამნაშავეები, რომ ვუკბინე

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მცველები - ჯორჯო კიელინი და ბრანისლავ ივანოვიჩი მას მუდმივად პროვოცირებდნენ, რის გამოც ურუგვაელმა მათ უკბინა.

სუარესის თქმით, მან უკვე იცის, როგორ უნდა მოიქცეს მსგავს სიტუაციებში.

"არიან ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემების გადაწყვეტაში მეხმარებიან. დანაშაულის ნაწილი ჩემზე მოდის, ხოლო მეორე ნაწილი - მცველებზე, რომლებიც ჩემ პროვოცირებას აკეთებდნენ.

კიელინისა და ივანოვიჩს მუდმივად გამოჰყავთ ფორვარდები მწყობრიდან. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ ადამიანის გაღიზიანება, მაგრამ ახლა მე სხვანაირად ვმოქმედებ.

მე თავად ვახდენ მცველების პროვოცირებას. აქამდე მათთან ვიბრძოდი, ახლა კონფლიქტს თავს
ვარიდებ", - თქვა სუარესმა.

მომზადებულია cope.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული