ნუნუ ესპირიტუ სანტუ: "ბარსელონასი" არ გვეშინია

AutoSharing Option
ლა ლიგის 32-ე ტურის წინ "ვალენსიის" თავკაცი ნუნუ ესპირიტუ სანტუ სერიოზულად არის განწყობილი. "ღამურებს", რომლებიც მესამე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ, ძალიან რთული მატჩი ელით - "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.

"ჩვენ არ გვეშინია "ბარსელონასთან" დაპირისპირების. "კამპ ნოუზე" თამაში "ვალენსიისთვის" დიდი გამოწვევაა. ახლა ჩემი მთავარი ამოცანა, ბიჭების ინტენსიური კვირის შემდეგ, სრული აღდგენაა "ბარსელონასთან" თამაშისთვის.

როგორ მდგომარეობაში იქნება მეტოქე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს", - ციტირებს ნუნუს "სპორტი".

31 ტურის შემდეგ "ბარსელონა" 75 ქულით პირველ ადგილზეა, "ვალენსია" 65 ქულით მეოთხეა.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული