"ამერიკული კლუბი კარგია, მაგრამ მე ჯერ მტკივანი მუხლი უნდა მოვირჩინო, რომ კარიერის განახლება შევძლო. თან, ჯერ ოჯახს უნდა დავეკითხო, რა გზას ავირჩევ. შესაძლოა, მომავალში სამწვრთნელო კარიერას მივყო ხელი", - განაცხადა 37 წლის პუიოლმა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, დაუბრუნდეს მოედანს თუ არა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"