თავად მდევარი "მალაგას" მასპინძლობს; გველის ერთი ანდალუსიური დერბი და ერთიც მაღალი რისკის თამაში...
დიდი მატჩი
სანამ "ღამურები" "კამპ ნოუზე" სათამაშოდ გავლენ, ტური კიდევ ერთი ვალენსიურ-კატალონიური დუელით პარასკევს დაიწყება - გადარჩენისთვის გააფთრებით მებრძოლი "ლევანტე" "ესპანიოლს" მასპინძლობს, რომელსაც ევროსაგზურის მოპოვების თეორიული შანსი შერჩენილი დავუბრუნდეთ ბარსელონურ ტურის ცენტრალურ მატჩს - "ვალენსია" ტოპ-5 ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ წარმატებულია - 65 ქულით მეოთხეა და გააფთრებით იბრძვის მესამე ადგილისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გარანტირებულ საგზურს იძლევა.
"ბარსელონა" მატჩს შესანიშნავ განწყობაზე, მაგრამ ქანცგაწყვეტილი ხვდება - "ვალენსიასთან" დაპირისპირება ლუის ენრიკეს გუნდისთვის 13 დღეში მეხუთე იქნება. ამაზე ნუნუმ ცივსისხლიანად განაცხადა, სულ არ მაინტერესებს "ბარსელონას" პრობლემები, ჩემი გუნდის მიზანი "კამპ ნოუზე" წარმატების მოპოვება იქნებაო.
"ბარსელონაში" მხოლოდ თომას ვერმალენის თამაშია გამორიცხული. ოთხშაბათს ლუის ენრიკეს ერთი საკადრო პრობლემაც დაემატა - პსჟ-სთან მატჩში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა ანდრეს ინიესტა. თუმცა თავად მწვრთნელი ამბობს, რომ საშიში არაფერია, ინიესტას ტრავმა მსუბუქია.
ბელგიელმა მცველმა ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, მის დებიუტს უფრო სხვა ტურებში ველით, ცალკე ივარჯიშეს ინიესტამ და ჟორდი ალბამ, ჯერ გასარკვევია დანი ალვეშის საკითხიც. მთლიანობაში, გუნდის ვარჯიშს ინტენსიური არ ეთქმოდა.
"ვალენსიის" დაცვის ხაზი ლუის სუარესს უნდა უფრთხოდეს, რომელიც ტოპ-ფორმაშია. ურუგვაელმა პარიზში სისხლი გაუშრო დავიდ ლუისს, რომელსაც ორჯერ ფეხებშუაც გაუტარა ბურთი.
მეოთხე ასეულისკენ
"ვალენსიასთან" ფეხის დაცდენა შესაძლოა, ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს "ბარსელონას", რადგან "რეალს" შედარებით იოლი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - ანდალუსიური "მალაგა" ცუდ ფორმაშია, თანაც "სამეფო კლუბი" მას მშობლიურ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიღებს. ხუთშაბათის ვარჯიშზე კარლო ანჩელოტის გუნდი სრულყოფილად დაიტვირთა. მხოლოდ ქარიმ ბენზემამ და გარეთ ბეილმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს ტრენაჟორების დარბაზში. მათი თამაში შაბათს საეჭვო ჩანს. კრიშტიანო რონალდო საოცარ ფორმაშია, "მალაგას" მცველებისთვის უპირველეს ხიფათს წარმოადგენს და თუ ბენზემა და ბეილი ვერ ითამაშებენ, ჩიჩარიტო (ხავიერ ერნანდესი) და ხესე მზად არიან. აღსანიშნავია, რომ ამ სამეულმა (რონალდოს ჩათვლით) წინა ტურში გოლებით გამოიჩინა თავი. რონალდოს ანგარიშზე უკვე 38 გოლია ლა ლიგაში, "რეალის" მაისურით მან უკვე სამასი გოლი გაიტანა და ახლა მეოთხე ასეულის შევსებაზე ზრუნვის დაწყებას "მალაგასთან" მატჩით აპირებს.
ისე, ფაქტია, რომ მადრიდულ მედიაში უფრო დიდი ყურადღება ექცევა საპასუხო მატჩს "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე "მალაგასთან" დაპირისპირებას.
სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი
ლა კორუნიაში ესპანეთის ჩემპიონი "ატლეტიკო" ჩადის "დეპორტივოსთან" სათამაშოდ. ამ გუნდების დაპირისპირება წლების წინ ისედაც დიდ აჟიოტაჟს იწვევდა. ახლა "ატლეტიკოს" მესამე ადგილი აქვს დასაცავი, ხოლო "დეპორმა" უნდა იზრუნოს, რომ ლა ლიგის დატოვება კვლავ არ მოუწიოს. მოკლედ, მართალია, განსხვავებული, მაგრამ ინტრიგა რჩება.მაგრამ შაბათის დაპირისპირება I წრეში მომხდარი ტრაგედიის გამო უმაღლესი რისკის მატჩად მოინათლა. პირველ წრეში, მადრიდული თამაშის წინ დედაქალაქის ქუჩებში მადრიდელი და გალისიელი ფანების რამდენიმე ჯგუფური ჩხუბი მოხდა, სადაც ტრაგედია დატრიალდა. "ატლეტიკოს" ფანებმა სტუმარი გუნდის ერთ-ერთი ფანი მდინარეში გადააგდეს, რომელიც მიღებული შოკისგან გარდაიცვალა. ახლა კი თამაში ლა კორუნიაშია.
იმედია, ამჯერად ყველაფერი უინციდენტოდ დასრულდება და გალისიელები შურისძიებას არ ეცდებიან.
დიეგო სიმეონეს გუნდი რთულ სიტუაციაშია, ქულების დაკარგვა მეტი აღარ შეიძლება და თან წინ მადრიდის "რეალთან" საპასუხო მატჩია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მადრიდელთა რიგებში საეჭვოა მარიო მანჯუკიჩის თამაში, რომელმაც გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა ინდივიდუალურად. ხორვატი ფორვარდი, რომელიც ისედაც ახალი გამოჯანმრთელებული იყო, "რეალის" მცველებმა (ვარანი, სერხიო რამოსი და კარვახალი) ლიგის მატჩში ერთობ დააზარალეს სხვადასხვა ეპიზოდში.
დერბი
ზემოთ ანდალუსიური დერბი ვახსენეთ, "გრანადა" გადარჩენისთვის იბრძვის და "სევილიას" მასპინძლობს. ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებული სამეზობლოში დაღლილი ჩადის, რადგან ხუთშაბათს ეს გუნდი შინ "ზენიტს" ეომა. უნაი ემერის გუნდმა წინა ტურში "ბარსელონა" დაამუხრუჭა (2:2), თუმცა "ვალენსია" წინ უკვე სამი ქულით გაუშვა ("ატლეტიკოსთან" სხვაობა 4 ქულა დარჩა).
ისევე, როგორც ნუნუს გუნდს, უნაი ემერის სამწყსოსაც არ დაუკარგავს მესამე ადგილის მოპოვების იმედი.
"ვილიარეალი" ბოლოადგილოსან "კორდობას" უმასპინძლებს, ანდალუსიელებს უკვე სასწაული ესაჭიროებათ გადასარჩენად. "ყვითელი წყალქვეშა ნავი", მართალია, ლიდერებს კარგად ჩამორჩა, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ამბიციური გუნდის სტატუსს.
სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ შეხვედრას "სან მამეს ბარიაზე", ბილბაოს "ატლეტიკი" მადრიდულ "ხეტაფეს" მასპინძლობს. "ეიბარი" ვიგოს "სელტას" დაუხვდება, რომლის 19 წლის ნახევარმცველმა სანტი მინამ წინა ტურში "რაიო ვალეკანოს" კარში პოკერი შეასრულა და ბასკეთში უკვე ცნობილი ფეხბურთელის სტატუსით ჩადის.
მესამე ბასკური გუნდი "რეალ სოსიედადი" კი ვალენსიის მხარეში "ელჩეს" სტუმრობს. სწორედ ეს შეხვედრა დაასრულებს ლა ლიგის 32-ე ტურს ორშაბათს.
ყველაზე რეიტინგული საკლუბო პირველობაც ფინიშის სწორზე გავა და დარჩება ერთი მთავარი კითხვა: "რეალი" თუ "ბარსელონა"...
ლა ლიგა. XXXII ტური
პარასკევი. 17 აპრილი
ლევანტე-ესპანიოლი 22:45
დისკვალიფიკაცია: ხუანფრანი (ლევ)
ტრავმა: დიოპი -
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +5=4-6, (19-18)
შაბათი. 18 აპრილი
ბარსელონა-ვალენსია 18:00
დისკვალიფიკაცია: ოტამენდი (ვალ)
ტრავმა: ვერმალენი, ინიესტა (?) - გაია, პიატი, პერესი, ალვეში (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +24=12-11, (91-57)
დეპორტივო-ატლეტიკო 20:00
დისკვალიფიკაცია: ლუიზინიო (დეპ)
ტრავმა: ვილკი, პოშტიგა, სალომაო - მანჯუკიჩი, გარსია
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +11=9-16, (39-53)
რეალი-მალაგა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მედრანი, ხედირა, ბეილი, კოენტრაო - რესკალდანი, ალბერტო, კამაჩო
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +22=6-1, (72-29)
ბილბაო-ხეტაფე 00:00
დისკვალიფიკაცია: ადურისი - ესკუდერო
ტრავმა: იტურასპე, აკეჩე, მუნიაინი, ბალენსიაგა - ლაფიტა, ვალერა, იოდა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=7-7, (20-20)
კვირა. 19 აპრილი
ვალეკანო-ალმერია 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლეო, ალვარესი, ბაენა, ტონიო (?) - მიჩელი, ვერსა, ველესი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=1-2, (9-8)
გრანადა-სევილია 19:00
დისკვალიფიკაცია: მურილიო (გრან)
ტრავმა: სილვესტრი, კოლუნგა, მარე - კრისტოფორო, ბეტო, ბარბოსა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +1=1-7, (6-25)
ვილიარეალი-კორდობა 21:00
დისკვალიფიკაცია: კრესპო, პინილიოსი (კორ)
ტრავმა: მარინი, ვიეტო, სორიანო - ლოპესი, ბუსონი, ვიკო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +5=0-0, (12-3)
ეიბარი-სელტა 23:00
დისკვალიფიკაცია: ბოვედა - ერნანდესი, რადოია
ტრავმა: ანხელი (?) - პლანასი, ოუბინია
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +6=1-0, (10-4)
ორშაბათი. 20 აპრილი
ელჩე-სოსიედადი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პელეგრინი, როდრიგესი - დე ლა ბელია, ველა (?), ფინბოგასონი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=3-4, (8-13)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან
ბომბარდირები:
38 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 18 - ნეიმარი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"