ლა ლიგა. XXXII ტური: "ლევანტემ" "ესპანიოლთან" ქულა მაინც გაახერხა

AutoSharing Option
17 აპრილს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის XXXII ტური ერთი მატჩით გაიხსნა. ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლმა "ლევანტემ" საკუთარ მოედანზე "ესპანიოლს" უმასპინძლა და წაგებას გადაურჩა - ფრე 2:2.

ვალენსიაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა, ლუკას ვასკესის გოლით, მე-18 წუთზე გახსნეს, თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს - სამ წუთში თავი სიმაომ (21) გამოიჩინა.

შესვენების წინ "ესპანიოლმა" კვლავ მოახერხა წინ გასვლა - მასპინძელთა კარი ამჯერად ფელიპე კაისედომ (45+1) აიღო. საბოლოო ანგარიში კი მატჩის მიწურულს დაფიქსირდა. 87-ე წუთზე ვიკტორ კასადესუსმა გაიტანა და "ლევანტეს" ქულა გადაურჩინა.

ამ ფრემ "ლევანტეს" გასავარდნი
ზონასგან დაშორების საშუალება, მინიმუმ იქამდე მისცა, სანამ თავ-თავიანთ მატჩებს "დეპორტივო" და "ალმერია" გამართავენ.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათს, კვირას და ორშაბათს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXII ტურის წინ: "ღამურების" გადაფრენა "კამპ ნოუზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული