
გუნდს ნაჩო ფერნანდესი დაუბრუნდა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ კოვიდი დაუდასტურდა. ნაჩოსთან ერთად გუნდს ზინედინ ზიდანიც შეუერთდა, რომელმაც ასევე კოვიდი გადაიტანა.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, "რეალს" ედენ აზარი, ლუკას ვასკესი, დანი კარვახალი, როდრიგო, ედერ მილიტაო და ვალვერდე გამოაკლდება.
შეხვედრა თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება
მომზადებულია marca-ს მიხედვით